ოფიციალურად - "რუბინმა" დანიელი გარემარბი შეიძინა

AutoSharing Option
"რუბინმა" "მიდტიულანდის" 23 წლის ნახევარმცველი ანდერს დრაიერი 6 მილიონ ევროდ შეიძინა და ხუთსეზონიანი კონტრაქტი გაუფორმა.

ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას ყაზანური კლუბი 3 წლის განმავლობაში დაფარავს.

დრაიერი ადრე "ესბიერგში", "ბრაიტონში", "სენტ მირენსა" და "ჰერენვენში" თამაშობდა, დანიის ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო, მარჯვენა ნახევარმცველია, თუმცა მარცხნივაც შეუძლია თამაში და თავდასხმაშიც.

ekstrabladet-ის მტკიცებით, დრაიერმა "რუბინში" ხვიჩა კვარაცხელია უნდა შეცვალოს, რომელიც სავარუდოდ გუნდს გამოიცვლის.

"რუბინი" აგრეთვე "სელტიკის" 23 წლის თავდამსხმელ ოდსონ ედუარის 18 მილიონად ყიდვას აპირებს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
კვარაცხელია კი არა მაკაროვი უნდა შეცვალოს მარჯვენა ფლანგზე, რომელიც უკვე გაყიდა რუბინმა. კვარას ადგილზე კი დიდი ხანია ხაკშაბანოვიჩი ნაყიდი ყავს რუბინს.
სტუმარი
22:05 28-08-2021
1
რონალდო და მესი გადავიდენ რამოდენიმე დღეში სხვა გუნდებში და ამათმა რა ვერ მოაგვარეს
ტოტტი
19:44 28-08-2021
4

სიახლეები პოპულარული