დიდი ცვლილებები "რუბინში" - სატრანსფერო ფანჯარა მალე დაიხურება

AutoSharing Option
ზაფხულში „რუბინში“ სერიოზული ცვლილებები მოხდა. გუნდმა 10 მილიონად მიჰყიდა გარემარბი დენის მაკაროვი მოსკოვის „დინამოს“, რომელიც მოხარულია იმით, რომ მისი სეზონური გასამრჯელო 150 ათასი ევროდან 800 ათასამდე გაიზარდა. სამაგიეროდ, ყაზანურმა გუნდმა ორი ნახევარმცველი დაიმატა: სეად ჰაკშაბანოვიჩი (ნორჩოპინგი) და ანდერს დრაიერი (მიდტიულანდი) – 6-6 მილიონად. „სელტიკში“ გადასული კარლ სტარფელტის ნაცვლად (5 მილიონად გაყიდეს) „რიზესპორისგან“ მცველი მონტასარ ტალბი იყიდა. მცველ სილვიე ბეგიჩს „კრილია სოვეტოვში“ გაანათხოვრებენ, ხოლო ნახევარმცველ დარკო ევტიჩს გაისამდე აეკ-ში იჯარით გაუშვებენ, რის შემდეგაც ათენურ კლუბს მისი კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება ექნება. ასევე
დაემშვიდობებიან იაპონელ მიცუკი საიტოს. თავდამსხმელი ივან იგნატიევი სათამაშო დროის სიმცირეს უჩივის და „ზულტე-ვარეგემში“ სურს გადაბარგება.

„რუბინს“ "სელტიკის" 23 წლის თავდამსხმელ ოდსონ ედუარის შეძენა უნდა, რომელიც გასულ სეზონში შოტლანდიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, მაგრამ გლაზგოური კლუბი მას საკმაოდ ძვირად აფასებს - 18 მილიონად.

შეგახსენებთ, „რუბინმა“ ზურიკო დავითაშვილი თავისუფალი აგენტის სტატუსით გაუშვა, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი კი ჯერ ვერ განხორციელდა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 17 /
ჩემი აზრით რუბინში ხვიჩას დარჩენა ერთადერთი იმ შემთხვევაში იქნებოდა სწორი გადაწყვეტილება თუ რუბინი გავიდოდა კონფერენც ლიგის ჯგუფში და ხვიჩა სექტემბერში ითამაშებდა მნიშვნელოვან სანაკრებო თამაშებზე არც ერთი მოხდა და არც მეორე და მართლა ვერ ვხდები რა მიზეზით უდნა დარჩეს ხვიჩა რუბინში კიდევ 1 სეზონი ? იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ რუბინს ძალიან მცირე შანსი აქვს ჩემპიონობის და ზოგადად ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის და რუსეთში არის საშუალო კლასის გუნდი აქედან გამომდინარე ჩემთვის სრულიად გაუგებარია ან ამხელა ფასი რატომ დადეს ხვიჩას (20 მილიონს) რუსეთის პრემიერ ლიგის და რუბინის ფეხბურთელში რომელსაც არანაირი ევროტურნირებზე თამაშის გამოცდილება არ აქვს არავინ გადაიხდიდა ტოპ კლუბიდან 20 მილიონს ეგ ხომ ისედაც იცოდნენ მაქსიმუმ 15 მილიონზე მეტად არავინ იყიდიდა.
როგორც ჩანს რჩება რუბინში და ვფიქრობ ყველაზე კარგი შანსი წასვლის ახლა იყო მისთვის, რადგან ბევრი გუნდის რადარებზე იყო და ძალიან არ მინდა ანანიძე კვირკველიას ბედი გაიზიაროს მანაც და რუსეთის დონეს ვერ გაცდეს ამ გადმოსახედიდან საქმე მაქეთ მიდის.
ძალიან მწყინს ეგ ყველაფერი განა იმიტომ რომ რუსეთის პრემიერ ლიგის პათლოგიური ზიზღი მაქვს უბრალოდ რუსეთის პრემიერ ლიგა არის ტოპ ლიგებთან შედარებით ბევრად დაბალი დონე და იქ თამაშით ფეხბურთელი ვერ გახდება უმაღლესი დონის შემსრულებელი რუსეთის პრემეირ ლიგაში ვერ ითამაშებ დიდ ფეხბურთს და ვერ გახდები ვარსკვავი.
გელა
19:02 30-08-2021
2
გელა. ალბათ გაგიგონია რა არის კონტრაქტი. ჰოდა კონტრაქტი დაიჭერს რუბინში კვარას მანამდე სანამდე არ იშოვიან ისეთ კლიენტს, რომელიც ხვიჩაში 20 მილიონს გადაიხდის, თუ არადა და დარჩება რუბინში და იქნება მანამდე სანამდე კონტრაქტი არ დამთავრდება. წასვლა-დარჩენა ხვიჩას საქმე არ არის. ეს ბიზნესია და არა სპორტი.
ჰავლაბრელი ტიღუა
20:32 30-08-2021
1

სიახლეები პოპულარული