საქართველოს ნაკრებთან შეხვედრამდე ესპანეთი შვედეთთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეოთხე ტურში, B ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრებიც იღებს მონაწილეობას, შვედეთმა საკუთარ მოედანზე ესპანეთი 2:1 დაამარცხა.

მე-4 წუთზე სტუმრები "ვალენსიას" ნახევარმცველმა კარლოს სოლერმა დააწინაურა, თუმცა "ფურია როხას" სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა - ერთ წუთში "სოსიედადის" თავდამსხმელმა ალექსანდერ ისაკმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 57-ეზე უნაი სიმონის კარი "კრასნოდარის" ნახევარმცველმა ვიქტორ კლასონმა დალაშქრა და "ტრე კრუნურს" გამარჯვება მოუპოვა.

სკანდინავიელებმა სამივე მატჩი მოიგეს და ლიდერები არიან, ესპანეთმა კი 4 შეხვედრაში 7 ქულა მოიპოვა და მეორე ადგილზეა.

ესპანეთის ნაკრები მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე აქამდე
ბოლოს 1993 წელს დამარცხდა (დანიასთან 0:1) და მისი წაუგებელი 66-მატჩიანი სარეკორდო სერია შეწყდა - 52 მოგება და 14 ფრე.

5 სექტემბერს ლუის ენრიკეს გუნდი საქართველოს ნაკრებს უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
მოკლედ, 5 ში საინტერესო პორნომატჩი გველოდება....
ლევანი კახეთი
12:19 03-09-2021
0
ასეა, ფავორიტები ვმარცხდებით დღეს დდდდ.. 5ში დიდი ჯახი იქნება დდდდ იუმორინა კაცი ვარ რააა, მაგი დ...
jigari
01:22 03-09-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული