რუსეთი ჩიხია! - "ზენიტმა" ფორვარდი "ტოტენჰემში", "რომაში", "ლიონში" არ გაუშვა...

AutoSharing Option
სანკტ-პეტერბურგის "ზენიტის" ირანელმა ფორვარდმა სედრარ აზმუნმა განაცხადა, რომ ამ ზაფხუსი საკმაოდ ბევრი შეთავაზება ჰქონდა, თუმცა რუსეთში დარჩა...

"არასდროს მითქვამს, რომ სადღაც გადავდიოდი. წერდნენ, თითქოს მედშემოწმება გავიარე, არადა, "ლიონს" "ზენიტმა" უარი იმ დღესვე უთხრა...

წასვლა რომც მინდოდეს, კლუბი არ გამიშვებს, კონტრაქტი მაქვს. ხელშეკრულება მესისა და რონალდოსაც აქვთ, ასე უბრალოდ კლუბს ვერავინ დატოვებს.

წინადადებები "ლიონიდან", "რომადან", "ლევერკუზენიდან" და "ტოტენჰემიდან" მქონდა, თუმცა ყველა შეთავაზებაზე კლუბმა უარი განაცხადა. ამ წელს არსად წავალ. თუ სადმე გადასვლას მოვინდომებ, თავისუფალი აგენტის სტატუსით წავალ", - თქვა აზმუნმა.

26
წლის ფორვარდი რუსეთის პრემიერლიგის ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. 2018 წლის სეზონში 13 გოლი გაიტანა, 2019 წელს - 17, გასულ სეზონში კი - 19. მიმდინარე გათამაშებაში 6 ტურის შემდეგ აზმუნს 5 გოლი აქვს გატანილი და "ზენიტის" ღირსებას კვლავ ამაყად იცავს...

მომზადებულია sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 7 /
ამ ირანელს წასვლა იმიტომ უნდა რაც წინა სეზონის ბოლოს გაუკეთეს, ბოლო ტურის წინ ბომბარდირობას ლიდერობდა 3 ბურთით, ბოლო ტურში საერთოდ არ ათამაშეს და ძიუბას გაატანინეს 4 გოლი და გახადეს თავისიანი ბომბარდირი იმ არასწორებმა
1
აზმუნი, ეტყობა ძიუბამ არ გაუშვა!
გია
17:39 03-09-2021
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული