ყაზანში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურის მატჩში უელსმა ბელარუსი 3:2 დაამარცხა.
შეხვედრას ქართველ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურა - მთავარი მსაჯი გიორგი ყრუაშვილი, ლაინსმენები დავით ჩიგოგიძე და ზაზა ფიფია, მეოთხე არბიტრი ირაკლი კვირიკაშვილი.
ჰეთ-თრიკი გარეთ ბეილიმ შეასრულა, რომელმაც გამარჯვების გოლი 90+3-ე წუთზე გაიტანა.
ბელარუსმა ყველა ტურნირზე ზედიზედ ოთხი მარცხი იწვნია - საერთო ანგარიში 3:14.
E ჯგუფში ლიდერი ბელგიაა, უელსი 6 ქულით მესამე ადგილზეა (ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული), ხოლო ბელარუსი 3 ქულით მეოთხეზე. დღეს ბელგია ბრიუსელში უახლოეს მდევარ ჩეხეთს უმასპინძლებს.