ბეილიმ ყაზანში გაიბრწყინა - ყრუაშვილმა სამი პენალტი დანიშნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ყაზანში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურის მატჩში უელსმა ბელარუსი 3:2 დაამარცხა.

შეხვედრას ქართველ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურა - მთავარი მსაჯი გიორგი ყრუაშვილი, ლაინსმენები დავით ჩიგოგიძე და ზაზა ფიფია, მეოთხე არბიტრი ირაკლი კვირიკაშვილი.

ჰეთ-თრიკი გარეთ ბეილიმ შეასრულა, რომელმაც გამარჯვების გოლი 90+3-ე წუთზე გაიტანა.

ბელარუსმა ყველა ტურნირზე ზედიზედ ოთხი მარცხი იწვნია - საერთო ანგარიში 3:14.

E ჯგუფში ლიდერი ბელგიაა, უელსი 6 ქულით მესამე ადგილზეა (ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული), ხოლო ბელარუსი 3 ქულით მეოთხეზე. დღეს ბელგია ბრიუსელში უახლოეს მდევარ ჩეხეთს უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
და ყაზანში რა უნდოდათ ბელარუსში სტადიონი ვერ მოძებნეს?
ვანო
06 სექტემბერი 2021 10:08
0
მაგის სახელი და გვარია - გარეთ ბეილი. სწორად უწერიათ.
ირაკლი
05 სექტემბერი 2021 22:03
7
ქართული გრამატიკა სად ისწავლე შვილო, ბრუნვების რაოდენობა თუ მაინც იცი რამდენია? მაგალითად ეხლა რომ ვთქვათ ყაზაიშვილზე, როგორ გამოვა ყაზაიშვილიმ თუ ყაზაიშვილმა? გრამატიკული შეცდომა მოუვიდა ავტორს
ვაი ვიცი
05 სექტემბერი 2021 23:55
1
ამ კომენტარზე "დისლაიქის" დამწერებს სკოლაში ქართულის გაკვეთილზე რომ გევლოთ, ახლა გასაგები იქნებოდა რატომ "ბეილიმ" და არა "ბეილმა".
გარეთი
05 სექტემბერი 2021 22:54
4
"ბეილიმ" კი არა, "ბეილმა".
თენგო
05 სექტემბერი 2021 21:01
4

სიახლეები პოპულარული