"ფარისევლებო და კოლონიზატორებო, ლონდონი ჩემპიონატისას შარდში ჩაიხრჩო, იტალიას გამარჯვება არ მიულოცეთ" - უნგრელმა ისტორიკოსმა ბორის ჯონსონს შეუტია

AutoSharing Option
ბუდაპეშტში უნგრეთისა და ინგლისის ნაკრებებს შორის ჩატარებული მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩისას მასპინძელთა გულშემატკივრებმა თამაშის წინ მუხლმოდრეკილ სტუმართა გუნდის ფეხბურთელებს უსტვინეს, შემდეგ კი რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს და ჭიქები ესროლეს. თანამემამულეებს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გამოექომაგა, რომელმაც ფიფას მადიარების დასჯისაკენ მოუწოდა. საპასუხოდ ჯონსონს ღია წერილით ცნობილმა უნგრელმა ისტორიკოსმა და მეწარმემ, მარია შმიდტმა მიმართა:

"ძვირფასო პრემიერ-მინისტრო! შოკირებული ვარ თქვენი შეტყობინებებით, რომლებიც უნგრელი ფანების სავარაუდო რასიზმს გმობს. ის გამოხატავს თქვენს ტიპურ ბრიტანულ კოლონიზატორულ პოზიციას.

ბრიტანელი ფეხბურთელები ჩვენს დედაქალაქში სტუმრების რანგში ჩამოვიდნენ და
უნგრელი ქომაგები გააღიზიანეს ჟესტით, რომელსაც ჩვენ ფარისევლურად ვთვლით.

ასწლეულების მანძილზე ბრიტანეთს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონი კოლონიზებული ჰყავდა, ჩვენ კი ეს არასოდეს გაგვიკეთებია. აი, ამიტომ გირჩევთ დაზოგოთ თქვენი მუხლებით თამაშები იმ ქვეყნებისადმი, სადაც ამაზე მოთხოვნაა.

ცრუ და დემონსტრაციული გამოვლინებებით თქვენ ხელს არ უწყობთ ჩადენილი საქციელის მონანიებას. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ჩვენ, უნგრელებს, ბრიტანელებისგან კარგი არაფერი მიგვიღია.

პასუხისმგებლობა ტრიანონის საზავო ხელშეკრულებასა და დანაშაულებრივ ვერსალის სამშვიდობო შეთანხმებაზე, უკანასკნელი ასი წლის განმავლობაში გადატანილ იქნა ბრიტანელების მიერ საფრანგეთზე. ახლა კი არავის მიაჩნია, რომ იმ დროისთვის მსოფლიოს მძლავრი სახელმწიფო ბრიტანეთი განადგურებული და დამხობილი საფრანგეთის მითითების მიხედვით მოქმედებდა. ასევე 1918 წელს ბრიტანულმა ბლოკადამ თითქმის მილიონი გერმანელის შიმშილით სიკვდილი გამოიწვია და ეს ზავის შემდეგ. გერმანიას თუნდაც მცირე სიმამაცე რომ ჰქონდეს, ამ საკითხს წამოჭრიდა.

და მე ვლაპარაკობ მხოლოდ იმ შემთხვევებზე, რომლებიც ჩვენთვის ცნობილია. ჩვენთვის აგრეთვე ცნობილია, რომ მეორე მსოფლიო ომისას მილიონობით ინდოელი შიმშილით იმის გამო დაიღუპა, რომ ბრიტანელებმა ხორბლის თესლი წაართვეს. რა თქმა უნდა, თქვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს ჩერჩილის რასისტული თავის მართლება - წინააღმდეგ შემთხვევაში მისაბაძ მაგალითად არ ჩათვლიდით.

და ჩვენ ვერასოდეს, ვიმეორებ, ვერასოდეს ვერ გაპატიებთ იმას, რომ 1944 წლის შემოდგომაზე სტალინთან ერთად ჩვენი რეგიონი გაიყავით.

თუმცა, მოდით, ფეხბურთს დავუბრუნდეთ. ევრო 2020-ის დროს ბრიტანელი ფანები ისე იქცეოდნენ, როგორც ნაძირლები - როგორც ათწლეულების მანძილზე. რამდენიმე გულშემატკივარს ფიზიკური, ხოლო იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც პენალტი ვერ გაიტანეს, რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს.

არც პრინცმა უილიამმა და არც თქვენ, რომლებიც სტადიონზე იმყოფებოდით, არ მიულოცეთ იტალიას ჩემპიონობა - მართლაც საშინელი საქციელია. ისევე, როგორც იტალიის ჰიმნისას სტვენა. ძლეული ინგლისელები არ დაელოდნენ იტალიელთა ჩემპიონებად გამოცხადებას, გამარჯვებულთა მიმართ პატივისცემა არ გამოიჩინეს.

ბრიტანელი ფანების გამო ლონდონი ნარწყევში, შარდსა და ნაგავში ჩაიხრჩო. ისინი გადალახავდნენ წინაღობებს, ყოველგვარი კონტროლის გარეშე მიძვრებოდნენ სტადიონზე - და ეს პანდემიის დროს. ისე იქცეოდნენ, როგორ სჩვევიათ. მე კიდევ ველი მათ დასჯას, რადგან ჩვენ მიმართ, რა თქმა უნდა, სამაგალითო ზომებს გაატარებენ.

ბორის ჯონსონ, თქვენ პატარა, დანგრევის პროცესში მყოფ ქვეყანას უდგახართ სათავეში. შეიგნეთ ეს და საკუთარ სახლში დასუფთავებით დაკავდით. ბევრი საქმე გელით".

მკითხველის კომენტარები / 41 /
ყველაზე თვალთმაქცი და ფარისეველი ერი( ელიტა)ბრიტანელები. თუმცა უნგრელები მეორე მსოფლიო ომზე და მათ დანაწილებაზე ხმას არ უნდა იღებდნენ. ნაცისტების მხარეს იბრძოდნენ და პირველ მსოფლიო ომსა და რუსეთის 1917ს რევოლუციის პერიოდში სადამსჯელო რაზმებს აყალიბებდნენ ხორვატებთან ერთად
ზაური
18:53 13-09-2021
0
ბრავო, მარია შმიდტ! ათიანში გაარტყი!!!
MARI XUANA
17:33 07-09-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული