მეტი რა ვქნა, რომ პატივი მცეთ? - ნეიმარი გულდაწყვეტილია

AutoSharing Option
პსჟ-სა და ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელმა ნეიმარმა პერუს წინააღმდეგ გამართული (2:0) 2022 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის შემდეგ პუბლიკის მხრიდან არასაკმარის დაფასებაზე ისაუბრა.

"რასაკვირველია, გუნდი ყველაზე მნიშვნელოვანია. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შესარჩევ ეტაპზე ბრაზილიის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გავხდი და მალე, თუ ყველაფერი კარგად წავიდა, პელეს რეკორდს ("მეფეს" 77 გოლი აქვს, ნეიმარს - 69) დავამხობ და "სალესაოს" რიგებში ყველა დროის საუკეთესო მეგოლე გავხდები, რაც ჩემთვის დიდი პატივი იქნება.

აღარ ვიცი მეტი რა გავაკეთო, ადამიანებმა პატივი რომ მცენ. აღარ მიკვირს, დიდი ხანია ასე
ხდება. რეპორტიორები, კომენტატორები, ყველა.

ზოგჯერ ინტერვიუს მიცემაც არ მინდა, მაგრამ მნიშვნელოვან ეპიზოდებში ამას ვაკეთებ. დაე ცოტა მეტი იფიქრონ,"- თქვა ბრაზილიელმა TV Globo-ს პირდაპირ ეთერში.

29 წლის ფეხბურთელმა პერუს წინააღმდეგ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა. "ნეიმ" ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე რეკორდი დაამყარა და ყველაზე მეტი გოლის გატანა მოახერხა. ფორვარდს 20 ჩატარებულ შეხვედრაში 12 გატანილი გოლი აქვს.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 4 /
მესის კითხე.
3
ამას რომალდოც ჯობდა, რონალდინიოც და კიდევ ბევრი, უბრალოდ მაშინ უამრავი ვარსკვლავი იყო და გოლები მათზე ასეთუისე თანაბრად ნაწილდებოდა.
გიორგი
09:07 11-09-2021
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული