"ერთხელ მითხრა: ჩემი ოცნებაა, რომ "ბარსელონაში" ვითამაშო..." - "ბაიერნის" ყოფილი პრეზიდენტი ალაბაზე საუბრობს

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა პრეზიდენმა, ული ჰოენესმა განაცხადა, რომ დავიდ ალაბას ოცნება არა თუ მადრიდის "რეალში", არამედ "ბარსელონაში" თმაში გახლდათ.

ავსტრიელმა მცველმა გერმანიის ჩემპიონი უფასოდ დატოვა და "ბლანკოსს" შეუერთდა.

"მან ერთხელ მითხრა: ჩემი ოცნებაა, რომ "ბარსელონაში" ვითამაშო, ამიტომ მე ვკითხე უნდოდა თუ არა მე მათ წარმომადგენელთან მოლაპარაკებები დამეწყო" - ციტირებს ჰოენესის სიტყვებს Bayern 1.

შეგახსენებთ, "ბარსელონა" და "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგის პირველ შეხვედრას ერთმანეთის პირისპირ გამართავენ, ექს პრეზიდენტი ამ თამაშსაც გამოეხმაურა.

"ბარსელონა" ჩვენვის მისაბაძი გუნდი აღარ არის. "რეკორდმაისტერი" ფავორიტია, რადგან "ბლაუგრანამ" ფინანსური
კრიზისის გამო ბევრი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გაყიდა".

დღევანდელი შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული