"ეს ავტოგოლი იყო" - რუმენიგემ მესიზე ისაუბრა

AutoSharing Option
"ბაიერნის" მმართველი საბჭოს წარმომადგენელმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ ლიონელ მესის "ბარსელონადან" პსჟ-ში გადასვლაზე კომენტარი გააკეთა.

"მხოლოდ 3 წელში "ლა ლიგამ" ორი სიმბოლო დაკარგა: ჯერ კრიშტიანო რონალდო გავიდა "იუვენტუსში", ახლა კი მესი პსჟ-ის ფეხბურთელი გახდა.

მარკეტინგის თვალსაზრისით, ეს ისეთი დანაკარგი იყო, რომელსაც ვერ აანაზღაურებ.

ყველა იმას ამბობს, რაც უნდა, ხო და მე ვიტყვი, რომ ფინანსური ფეარ-პლეის გამო ლიგიდან მესის გაგდება ავტოგოლი იყო,"- განაცხადა რუმენიგემ.

მომზადებულია AS-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 12 /
რუმენიგე მართალს ბაზრობს. ლაპორტას გავკარიიიი!
გია
13:04 15-09-2021
1
ლა ლიგის ხელმძღვანელობამ,თვითონ გაითხარა საფლავი და აქ ლაპორტა,მესის,ან ორივეს ერთად დადანაშაულება,არასწორია.ორივე მხარეს სურდა კონტრაქტის დადება,მაგრამ ლა ლიგის განაწესმა არ მისცათ საშუალება,განახევრებულ კონტრაქტზეც კი.ბარტომეუმ თავის უგუნურებით ბარსელონა დაანგრია,ლა ლიგის ხელმძღვანელობამ კი,ლა ლიგა.ორ მეგა ვარსკვლავს,ფაქტობრივად ხელი ჰკრეს და ლიგიდან წასვლა აიძულეს.ბარტომეუს და ბარსელონას კრიზისისა არ იყოს,მათი ნამოქმედარის დამანგრეველი შედეგებიც,ცოტა უფრო გვიან გამოჩნდება
სოსო
14:50 15-09-2021
3

სიახლეები პოპულარული