საფეხბურთო აგენტმა დმიტრი სელიუკმა მოსკოვის "დინამოსა" და რუსეთის ნაკრების 18 წლის ნახევარმცველ არსენ ზახარიანის "ბარსელონაში" შესაძლო გადასვლაზე ირონიული კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთში მოღვაწე ჟურნალისტმა ნობელ არუსტამიანმა გაავრცელა.
"მივხვდი, რომ ზახარიანის გარეშე "ბარსელონა" "ბაიერნსაც" ვერ დაამარცხებს და თამაშსაც ვერ გააუმჯობესებს. მე არ გამიკვირდება, თუ ლაპორტა უკვე გამოფრინდა მოსკოვში და ზახარიანისა და ევგენიევის შესაძენად ახლა სესხს ВТБ ბანკში აფორმებს.
მე გუშინ დამირეკეს და მთხოვეს ზახარიანის "ბარსელონაში" სავარაუდო გადასვლაზე კომენტარი იაია ტურეს გაეკეთებინა. ვუპასუხე, რომ ტურე ამ "ფეიკს" არ განიხილავს.
თქვენ სრულ ჭკუაზე ხართ: სად ზახარიანი და სად "ბარსელონა"?! შეიძლება ზახარიანის "არარატ-არმენიაში" გადასვლა განიხილოთ, მაგრამ არა "ბარსელონაში".
ნობელი, რომელმაც გაავრცელა ეს სენსაციური ინფორმაცია ზახარიანსა და "ბარსელონაზე", ზედმეტად ბევრს უსმენს "სომხურ რადიოს". ახალ ამბებსაც იქიდან გვაწვდის, ვითომ "ინსაიდებია", მაგრამ ახლა ნობელი " Матч ТВ"-დან წავიდა და არაა გამორიცხული, "სომხური რადიოს" მთავარი რედაქტორი გახდეს", - განაცხადა სელიუკმა "სოვეტსკი სპორტისთვის" მიცემულ ინტერვიუში.