"მარადონამ ნარკოტიკებზე შემსვა, მცემდა, მკერდი გამადიდებინა" - ამბობს კუბელი ქალი

AutoSharing Option
კუბელმა მავის ალვარესმა განაცხადა, რომ არგენტინის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი დიეგო მარადონა სცემდა. მათ ერთმანეთი მაშინ გაიცნეს, როდესაც მავინი 16 წლის იყო. მარადონა კუბაში 2000-04 წლებში ცხოვრობდა.

"დიეგო ხშირად მცემდა. ერთხელ ავტომობილში ჩამტენა, თმებით კიბეზე ამათრია. სასამართლოში არ მიჩივლია. რა უნდა მეთქვა? წასვლა მინდოდა, მაგრამ არ გამიშვა.

არ მჯერა, რომ სასამართლო და პოლიცია რაიმეს მოიმოქმედებდნენ. ფიდელ კასტრო მას დაეხმარა და მსგავს რამეს არ დაუშვებდა. იჩხუბა, როდესაც ბარში ერთად ვიყავით. ის, მე და ვისაც ეჩხუბა, პოლიციაში წაგვიყვანეს. შემდეგ მარადონას დაკავებისთვის პოლიციელს საყვედური
გამოუცხადეს.

Sportall.Ge

სახლიდან რამდენჯერმე გამაგდო. ერთხელ ტელეფონის ყურმილი ავიღე და ხელი გამარტყა - მისი მეუღლე კლაუდია ვილიაფანია ურეკავდა. ვუპასუხე, რადგან მარადონა ყოველთვის ამბობდა, რომ გაშორებულები იყვნენ. ყურმილი გადააგდო, დამარტყა და საწოლზე დამაგდო. ბევრი სიმწარე გადავიტანე", - ციტირებს 37 წლის ალვარესს "მირორი".

მან აგრეთვე თქვა, რომ ნარკოტიკებზე შესვა და მკერდის გადიდება აიძულა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ჯერ ამბობს ვერსად გავექეცი, სულ მცემდაო, მერე ამბობს სახლიდან ქუჩაში გამაგდო, კარები ჩამიკეტაო..
გაგაგდო და წასულიყავი რაა.. მარა ფეხებზე გეტყობა რა ჟუკიცა ხარ... ეს ქალი ხუთ მანეთადაც გაიხდის, ათ მანეთად ფოთის პოლიცმაისტერი იხდიდა და...
ხუთი მანეთი დიდი ფულია, დიდი...
კ ო მ ბ ლ ე
05 ოქტომბერი 2021 02:19
5
ძმურად, ალბათ მამათელი ხარ, ფეხებზე რა შეატყვე, როგორ შეატყვე, რა კომბალი გაქვს ამისთანა?! კომბლე ხარ თუ ცაგარლი?! დაწერე ერთი ძმაოოო, დაწერე... გეხში არ ჩაგეთლება!
ნატურალი გურული
05 ოქტომბერი 2021 15:30
3
პოლიცმაისტერის ცოლი
გელა
05 ოქტომბერი 2021 13:09
1
შემაჯინა - რატომაა ბრჭყალებში, "იმენნა" ეგრე თქვა?!... იქნებ, შემსვა ან რამე სხვა თქვა?!...
ვოოტ
04 ოქტომბერი 2021 23:12
1
ვააახ საღოლ )))))))))
-_-
04 ოქტომბერი 2021 23:43
1
გაშორდა არ გაშორდა, თავის შვილების დედაა და იქნებ შვილების თემაზე ურეკავს. შენ ვინ გაძლევს უფლებას სხვის ტელეფონს რომ პასუხობ.

ქალმა თავისი საზღვრები უნდა იცოდეს. კაცმაც
რას კიდებდი სხვის ტელეფონს ხელს
04 ოქტომბერი 2021 20:27
31
ცემა და ნარკოტიკი რა გითხრათ მაგრამ მკერდის გადიდებაზე აშკარად სწორი გადაწყვეტილება იყო,მადლოვა უნდა უთხრას
Nick
04 ოქტომბერი 2021 20:01
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული