ნიდერლანდელმა მსაჯმა ბიორნ კუიპერსმა განაცხადა, თუ რომელ შეცდომას მიიჩნევს თავის კარიერაში უმნიშვნელოვანესად...
"შეცდომები ყველას მოგვდის, ყველა თამაშში ასეა. შეუძლებელია ერთი იდიალური შეხვედრის წარმართვაც კი. რაც შეეხება ტაქტიკურ გადაწყვეტილებას...
ეს მატჩი ლონდონში გაიმართა, "ჩელსისა" და პსჟ-ს შორის. ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალი იყო. მაშინ, 31-ე წუთზე, იბრაჰიმოვიჩი პირდაპირი წითელი ბარათით მოედნიდან გავაძევე.
სრულ სისწრაფეზე ეს წითელი იყო, მაგრამ როცა შენელებული მოძრაობები ვნახე, მივხვდი, რომ ყვითელი ბარათი უნდა მეჩვენებინა.
ამ შეხვედრაში ჩვენ, მსაჯთა ბრიგადამ, შეცდომა დავუშვით. უიღბლო დღე იყო", - განაცხადა კუიპერსმა.
ზლატანი ოსკარის
წინააღმდეგ ვარდნის გამო გააგდეს, აღნიშნული მატჩი კი ფრედ, 2:2 დასრულდა და პსჟ შემდეგ ეტაპზე გავიდა.