45 წლის სერბი საერთაშორისო მსაჯი 2009 წლიდანაა. მიმდინარე სეზონში მან ჩემპიონთა ლიგაზე ოთხჯერ, ხოლო ევროპის ლიგაზე ორჯერ იმსაჯა.
გასულ წელს ის კონფედერაციის თასის ფინალსაც უძღვებოდა. მაზიჩი სჯიდა შეხვედრებს 2014 წლის მსოფლიო და 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე. ის ერთ-ერთი არბიტრი წლევანდელ მუნდიალზეც იქნება.
აქვე გეტყვით, რომ ევროპის ლიგის ფინალური მატჩის მსაჯი ჰოლანდიელი ბიორნ კუიპერსი იქნება.