ერთა ლიგის ფინალში საფრანგეთმა ესპანეთი 2:1 დაამარცხა. გადამწყვეტი გოლი კილიან მბაპემ გაიტანა. ესპანელი მსაჯი ალფონსო პერეს ბურული თვლის, რომ ფრანგი გოლის გატანამდე ბურთის მიღებისას თამაშგარე მდგომარეობაში იყო.
"დაუჯერებელია, მაგრამ ხაზი არ გაავლეს, როდესაც ფრანგი აშკარა ოფსაიდში იმყოფებოდა", - განუცხადა ბურულმა "მარკას".