არგენტინელი ფორვარდის, მაურო იკარდის ცოლმა ვანდა ნარამ "ინსტაგრამში" ფოტო გამოაქვეყნა და მეუღლესთან განშორების შესახებ კიდევ ერთხელ მიანიშნა.
ქალბატონმა ვანდამ "სთორიში" მარჯვენა ხელის ფოტო დადო, რომელზეც არაფერი ეკეთა და დააწერა:
"ჩემი ხელი ბეჭდის გარეშე უფრო მომწონს."
ნარამ იკარდი "ბ**ის" გამო ოჯახის დანგრევაში დაადანაშაულა.
კვირას კი არგენტინელი ფორვარდი ვარჯიშზე არ გამოცხადებულა - პსჟ-ის თავდამსხმელზე ცოლისა და ბავშვების წასვლამ ძალიან იმოქმედა.
მაურომ ვანდა ყოფილ გუნდელსა და მეგობარ მაქსი ლოპესს "წაართვა". ქალბატონს პირველი ქორწინებიდან 3 ვაჟი ჰყავს, მეორიდან კი - 2 გოგონა.
მომზადებულია Eurosport-ის
მიხედვით