გეი გუნდელს ხელს რომ ართმევენ, უნდა რცხვენოდეთ - უკრაინელი მცველი "აიჭრა"

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარისა" და უკრაინის ნაკრების ყოფილმა მცველმა ბოგდან ბუტკომ მეტად მტკივნეულად მიიღო ავსტრალიელი ჯოშუა კოვალოს "ქამინგ-აუთი" და "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე ამბავს გამოეხმაურა.

"იმ თანაგუნდელებს უნდა რცხვენოდეთ, ვინც მაგას ხელს ართმევს. თუ ამ ყველაფერს მხარს უჭერთ, მე ბოდიში.

როგორ შეიძლება გაჩუმება, როცა ირგვლივ ბავშები გვეზრდებიან და ამ ყველაფერს უყურებენ? ყველაზე მთავარი ისაა, რომ ბოლო დროს მრავლდებიან.

თვითონ ამ ფეხბურთელის შესახებ საუბარი არც მსურს და არც ვაპირებ, რადგან პირადად მას არც ვიცნობ,"- დაწერა ბუტკომ.

ავსტრალიის უმაღლესი ლიგის გუნდი "ადელაიდი უინაიტედის" 21 წლის
ნახევარმცველმა ჯოშუა კოვალომ ცოტა ხნის წინ საჯაროდ განაცხადა რომ გეია.

რაც შეეხება ბოგდან ბუტკოს, რომელსაც ეროვნულ გუნდში 33 მატჩი აქვს ჩატარებული და ევროპის ორ ჩემპიონატზე უთამაშია, ამჟამად თავისუფალი აგენტი გახლავთ.

მომზადებულია Eurosport-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 18 /
აი ეგრე, პრინციპული უნდა იყო კაცი. მართალია გგონია რომ "ელჭეპეტეობა" შეიძლება პროპაგანდის გამო ვიღაცას გადაედოს, რის გამოც ცოტა აზროვნებაში გიჭირს, და რუსეთში თამაშის გამო უკრაინის ნაკრები დაიკიდე, რის გამოც პრინციპებშიც გიჭირს, მაგრამ ნიჩიო, მთავარია კაცობაში არ გაგიჭირდეს
აი კაცი
19:30 01-11-2021
6
არა!!! გარყვნილების პროპაგანდას, ლიბერასტობას და ზნე დაცემულობას, ტელევიზიებიდან გინებას, რაც ზოგიერთებს ეამაყებათ განსაკუთრებით სპორტულ კომენტატორებს, ტატო ბაციკაძეს და სხვებს. დიახ!!! ნორმალურ წესიერ ქართულ ტრადიციებს, უმფროსს-უმცროსის პატივისცემას, წესიერებას, ქართულ ოჯახებს, სადაც დაცულია ურთიერთ პატივისცემა, უმფროს და უმცროსს, თაობას შორის.
korben dallas-ის საყურადღებოდ.
13:04 01-11-2021
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული