უკრაინის ნაკრებს პლეი-ოფში არავისი ეშინია - რუსეთის გადაბრუნებული დროშის გამო ბოსნიაში ატეხილი დებოში

AutoSharing Option
უკრაინის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის უკანასკნელ ტურში ზენიცაში ბოსნია 2:0 დაამარცხა, ჯგუფში მეორე ადგილზე და პლეი-ოფში გავიდა.

თავისი ქვეყნის ნაკრებს გამარჯვება უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მიულოცა და თქვა, რომ ხმის ჩახლეჩამდე უქომაგებენ.

უკრაინელთა მეკარე გეორგი ბუშანმა თანაგუნდელები შეაქო: "დღეს მოედანზე 15 ლომი გვყავდა და კიდევ 10 სათადარიგოთა სკამზე. ამოცანა-მინიმუმი შევასრულეთ. ფინელები კიევში და ყაზახები ორჯერ რომ დაგვემარცხებინა, მუნდიალზე პირველი ადგილით გავიდოდით".

უკრაინის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ალეკსანდრ პეტრაკოვმა განაცხადა, რომ ამოცანა 50  პროცენტით შეასრულეს, ცალსახად არავისი ეშინიათ, პლეი-ოფში ვინც უნდა
შეხვდეთ, დაამარცხებენ და ყატარში გაემგზავრებიან.

უკრაინელ გულშემატკივრებს სპლიტში ხორვატიისა და რუსეთის მატჩისას რუსებისთვის მათი დროშა წაურთმევიათ და ეს დროშა გუშინ სტადიონზე გამოფინეს, ოღონდ გადაბრუნებული და ატყდა ერთი ამბავი. საქმე ისაა, რომ რუსეთის გადაბრუნებული დროშა ტყუპისცალივით ჰგავს სერბეთისას და ბოსნიელების გაღიზიანება გამოიწვია. მათ უკრაინელების სექტორს შეუტიეს და პოლიცია დროულად რომ არ ჩარეულიყო, ტრაგედია დატრიალდებოდა.

Вчера во время решающего матча отбора ЧМ-2022 отдельные украинские болельщики отметились, скажем так, не слишком умным и корректным поведением на стадионе в боснийской Зенице.

Они вывесили на трибуне перевернутый флаг России, видимо, желая потроллить поклонников Кремля, но у ситуации было двойное дно.

Дело в том, что перевернутый флаг РФ - почти как две капли похож на стяг Сербии, которую в мусульманской части Боснии и Герцеговины на дух не выносят после кровопролитной войны в 90-х.

В результате дело кончилось бы стычкой, если бы не оперативное вмешательство боснийской полиции, которая утихомирила уже готовых к драке фанатов. Имена провокаторов пока не названы, но, думается, это дело времени.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ვლადიმირ არ ჰქვია, ვოლოდიმირ ზელენსკია!
0

სიახლეები პოპულარული