კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენელ ჰიანიკ კამბას, რომელიც გელზენკირხენის "შალკეს" ახალგაზრდული გუნდების ღირსებას იცავდა, პატიმრობა მიუსაჯეს. Bild-ის ცნობით, ექსმცველმა მისი და საკუთარი მეუღლის სიკვდილი გააყალბა, რათა ამით სადაზღვევო კომპანიისგან სარგებელი მიეღო.
წყვილს თაღლითობის მუხლი წარუდგინეს, რაც 3 წლითა და 10 თვით პატიმრობას ითვალისწინებს.
ფეხბურთელის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 2016 წელს გავრცელდა. ამ დროს მას კარიერა ახლად დასრულებული ჰქონდა. 2020 წელს ცნობილი გახდა, რომ კამბა გელზენკირხენში ცხოვრობდა და ენერგეტიკულ კომპანიაში ქიმიკოსად მუშაობდა.
ჰიანიკი ამჟამად 35 წლისაა, "შალკეს" შემდეგ კი გერმანიის დაბალ ლიგებში გამოდიოდა.
მომზადებულია championat-ის მიხედვით
კობიაშვილის აღიარება - 21-ე საუკუნის სიმბოლურში
"შალკემ" საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა