საუკუნის თაღლითობა - 2016 წელს "გარდაცვლილი" "შალკეს" ფეხბურთელი ცოცხალი აღმოჩნდა

AutoSharing Option
ეს "ხუმარების" "ხუმრობა" როდია - ფეხბურთელი მკვდრეთით არ აღმდგარა

2016 წლის 9 იანვარს გვაუწყეს, რომ "შალკეს" ყოფილი მცველი ჰიანიკ კამბა გარდაიცვალა, ახლა კი "ბილდი" იტყობინება, რომ 33 წლის ექსფეხბურთელი საღსალამათია.

2016 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კამბა ავტოავარიაში კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გარდაიცვალა, ის კი, თურმე, გელზენკირხენში ცხოვრობს და არა მარტო ცხოვრობს, არამედ ენერგეტიკულ კომპანიაში ქიმიკოსად მუშაობს.

პროკურატურამ კამბას მეუღლის მიმართ სისხლის სამართლის საქმე თაღლითობის მუხლით აღძრა, რამეთუ "ქვრივმა" სადაზღვევო კომპანიაში მეუღლის ტრაგიკულად დაღუპვის ცნობა წარადგინა და უბედური შემთხვევის გამო ექვსნიშნაციფრიანი თანხა
მიიღო.

Sportall.Ge

ჰიანიკის ოჯახი 19 წლის წინ გერმანიიდან დეპორტირებულ იქნა, მას კი, როგორც პერსპექტიულ ფეხბურთელს, თავშესაფარი მისცეს და "შალკეს" აკადემიაში "ბაიერნის" ამჟამინდელ მეკარე მანუელ ნოიერთან მეგობრობდა.

კამბა ამბობს, რომ 2016 წელს დოკუმენტები სამშობლოში მოპარეს, მისი სიკვდილის ინსცენირება კი მეუღლემ მოაწყო და ახლა გამოძიებასთან ითანამშრომლებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული