მცირე სენსაცია - "რუბინმა" ხვიჩას გარეშე ერთ-ერთ ლიდერს სძლია

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის მე-15ტურში „რუბინმა“, რომელსაც დისკვალიფიცირებული ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარა, გასვლაზე 2:1 დაამარცხა ერთ-ერთი ლიდერი „სოჭი“.

მატჩის წინ Kazanfirst-ი წერდა, რომ წარმოსადგენადაც ძნელი იყო, თუ რა ელოდათ ამ შეხვედრაში. თუმცა, ყაზანურმა გუნდმა მცირე სიურპრიზი შემოგვთავაზა.

დასაწყისი "რუბინს" სახეიროს არაფერს უქადდა, რადგან 27-ე წუთზე მასპინძლები როდრიგაომ დააწინაურა, 31-ე წუთზე კი აბილდგორმა ანგარიში გაათანაბრა. თამაში ძალიან უხეში იყო და მსაჯმა 59-ე წუთზე პირდაპირი წითელი ბარათით სოჭელთა მცველი იურგანოვი გააძევა, ხოლო 2 წუთში მის გზას აბილდგორიც გაუყენა. გამარჯვების გოლი კი 81-ე წუთზე დრეიერმა
გაიტანა.

"რუბინი" 22 ქულით მე-8 ადგილზეა და 28 ნოემბერს მოსკოვის "დინამოს" უმასპინძლებს, რომელმაც დღეს "არსენალი" 5:1 გაანადგურა (ტულელი ზურიკო დავითაშვილი სათადარიგო იყო) და სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა.

alt"აპლოდისმენტებისთვის მსაჯს კვარაცხელია უნდა გაეძევებინა" - რუსული მედია

მკითხველის კომენტარები / 7 /
რუბინს უხარია ხვიჩას გარეშე მოგება და ეს ცხადია,ჰოდა ხვიჩა თუ აღარაა საჭირო რუბინში სათამაშოდ,მისაღები თანხა დაასახელეთ და გაუშვით,რატომ გინდათ სულ აკრიტიკოთ და დაამციროთ,შევედეთან დუბლი,რომ შეასრულა არც კი გიხსენებიათ და სულ მის ჩავარდნაზე საუბრობთ,რუსული შოვინიზმი სახეზეა.
zastaveli
23 ნოემბერი 2021 13:41
0
დაიწყეს უკვე, ხვიჩას გარეშეც მაგრები ვართო, ხოდა გაუშვით თქვე კაი ხალხო გაუშვით!! :დ
Winter
22 ნოემბერი 2021 13:46
1
საშინელი ტამაში იყო! სლუცკი როგორც პედაგოგი კარგია მაგრამ როგორც მწვრთნელი
რეტროგრადია! არც სტილი არც ტაქტიკა ! ისე როგორ უნდა დასვან სკამზე ხვიჩა? მის ადგილზე ვერავინ ვერ თამაშობს! ბაკაევი კარგი ბიჭია მაგრამ ხვიჩასთან შედარებით ძალიან სუსტია როგორც ფიზიკურად ისე ოსტატობით! ერთ ტაიმს ძლივს ქაჩავს ხაკშაბანოვიჩი თავდასხმაში საერთოდ ნოლია.ხვიჩას არ ყავს კონკურენტი რუბინში!
რობი
22 ნოემბერი 2021 01:26
7
ბარათების გამო დისკვალიფიკაციაა ჰქონდა და იმიტომ ვერ ითამაშა გუშინ
სიმართლე
22 ნოემბერი 2021 09:56
0
ხვიჩას ყვითელი ბარათების გამო მოუწია ამ თამაშის გამოტოვება. ასე რომ, სათადარიგო სკამზე არავის არ დაუსვია. პირიქით დიდი იმედით უყურებენ!!
ვაჟა
22 ნოემბერი 2021 09:31
0
ახლობლებთან ერთად ვუყურე ამ თამაშს და იმათმა თქვეს--აუუ ხვიჩას გარეშე რომ მოიგეს შემდეგ თამაშზე არ ათამაშებენ იმიტომ რომ მოგებული შემადგენლობას არ ცვლიან ტრენერებიო და მე ვუთხარი -ხვიჩა რუბინში ულაპარაკო ძირითადის მოთამაშეა და არავინ არ დასვამს მაგას სკამზე და მეორეც--კარგია უნაგისოდ რომ მოიგეს ! ამით ხვიჩას მოდუნების შანსი აღარ ექნება და უფრო მოინდომებს ვარჯიშენზე და თამაშებზე იმიტომ რომ მატჩ ტვ ს გადაცემაშიც და კომენტარებშიც გაჩდა უკვე აზრი რომ ხვიჩას გარეშე უფრო კარგად თამაშობს რუბინიო (!!!)
zura222
22 ნოემბერი 2021 00:03
4
რუბინი თუ არ ათამაშებს ხვიჩას და მაგათ მოხვნია პატრონი,ხვიჩა ტალანტია და თავის გზას იპოვის.
დევკალიონი
22 ნოემბერი 2021 02:08
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული