"ოქროს ბურთის" მფლობელი ცნობილია

AutoSharing Option
France Football-მა 2021 წლის "ოქროს ბურთის" მფლობელი გამოავლინა და ეს ჯილდო პსჟ-ის მოთამაშე ლიონელ მესიმ რეკორდულად, მეშვიდედ მოიპოვა.

მეორე ადგილი "ბაიერნის" ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ დაიკავა, მესამეზე კი "ჩელსის" ნახევარმცველი ჟორჟინიო გავიდა. აღსანიშნავია, რომ კრიშტიანო რონალდო საუკეთესო ხუთეულშიც ვერ მოხვდა.

გასულ წელს კორონავირუსის გამო ცერემონია არ ჩატარებულა. 2019 წლის გამარჯვებულიც მესი გახდა.

პრესტიჟული ჯილდო 1956 წლიდან გაიცემა და გამარჯვებულის გამოვლენა ჟურნალისტების მეშვეობით ხდება.

altმესის 3 საგოლე პასი, რამოსის დებიუტი და ნეიმარის მძიმე ტრავმა... პსჟ-მ აუტსაიდერი დაამარცხა [VIDEO]

altლევანდოვსკის "ოქროს ბუცი" გადასცეს

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 57 /
რა კრიტერიუმებით საზღვრავენ უბრალოდ საინტერესოა, კოპა ამერიკით თუ საზღვრავენ მაშინ ჟეზუსისთვის უნდა მიეცათ 2019-ში(ფინალში ორი გოლი გაიტანა) მაგრამ მაინც მესის მისცეს ოქროს ბურთი, თუ ჩემპიონთა ლიგის მიხედვით საზღვრავენ ეგრე ჯორჯინიოსთვის უნდა მიეცათ, ლიგაც მოიგო და ევროპაც, თუ შიდა ჩემპიონატით საზღვრავენ მაშინ ან ლევანდოვსკსთვის უნდა მიეცათ ან ბენზემასთვის, ტიპები იმენნა დაფრინავენ, ყველა თამაშში გოლი გააქვთ თან პლიუს ბენზემამ ერთა ლიგაც მოიგო და ევროპაზეც ერთ-ერთი საუკეთესო იყო, რაღაცა კრიტერიუმები ხო უნდა არსებობდეს, ბოლივიას და პერუს რო გოლს გაუტან და ოქროს ბურთს მოგცემენ ...... ეგეთ ოქროს ბურთს
მამუკა
03:35 30-11-2021
26
მესის ეკუთვნოდა წელს. კოპა ამერიკაა მეორეხარისხოვანი? კარგით რა მართლა, სამჯერ ითამაშა დიდმა დიეგომ კოპა და ფინალშიც ვერ გავიდა ვერცერთხელ მისი გუნდი. თან ხომ გააჩნია რა როლი ქონდა მესის იმ გამარჯვებაში და მთელ ტურნირში. საუკეთესო ფეხბურთელი საუკეთესო ასისტებში, საუკეთესო მეგოლე. და ერთი გადახედეთ რა ფეხბურთელები თამაშობდნენ კოპაზე.
ლა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი. თითქმის ბოლომდე ინარჩუნებდა მისი თამაშის წყალობით ბარსა საჩემპიონო შანსს, ის ბარსა რომელიც მის გარეშე რაც იქნებოდა კი ვნახეთ.
ლევანდოვსკის ეკუთვნოდა შარშან. წელს მესის.
და ბოლოს. ოქროს ბურთის "ჩაწყობაზე" ვინც ლაპარაკობს, ეტყობა არ იცის როგორ ხდება მისი მფლობელის გამოვლენა.
არტ
03:24 30-11-2021
22

სიახლეები პოპულარული