"მანჩესტერ სიტის" მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ პსჟ-ის თავდამსხმელ ლეო მესის მიერ "ოქროს ბურთის" მეშვიდედ მოპოვებაზე გააკეთა კომენტარი.
"ამაზე მე ნუ მკითხავთ. რაც არის, ეგ არის. ჩვენ ვერასოდეს ვიტყვით, რომ მესიმ არასამართლიანად მიიღო "ოქროს ბურთი". ეს შოუა, კარგი ბიზნესი, რათა ფეხბურთი უფრო სანახაობრივი გახდეს.
დაიმსახურა თუ არა მან ეს ჯილდო? მე ის ადამიანი არ ვარ, ვინც ამას იტყვის. ამ და გასულ სეზონებში ლევანდოვსკის თამაშისა და გატანილი გოლების რაოდენობისა და მათი ხარისხის გათვალისწინებით, მისი დაჯილდოება სამართლიანი იქნებოდა", - ციტირებს გვარდიოლას City Xtra "ტვიტერით".