გვარდიოლა: მესის "ოქროს ბურთი"? - ეს შოუა, ბიზნესი

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ პსჟ-ის თავდამსხმელ ლეო მესის მიერ "ოქროს ბურთის" მეშვიდედ მოპოვებაზე გააკეთა კომენტარი.

"ამაზე მე ნუ მკითხავთ. რაც არის, ეგ არის. ჩვენ ვერასოდეს ვიტყვით, რომ მესიმ არასამართლიანად მიიღო "ოქროს ბურთი". ეს შოუა, კარგი ბიზნესი, რათა ფეხბურთი უფრო სანახაობრივი გახდეს.

დაიმსახურა თუ არა მან ეს ჯილდო? მე ის ადამიანი არ ვარ, ვინც ამას იტყვის. ამ და გასულ სეზონებში ლევანდოვსკის თამაშისა და გატანილი გოლების რაოდენობისა და მათი ხარისხის გათვალისწინებით, მისი დაჯილდოება სამართლიანი იქნებოდა", - ციტირებს გვარდიოლას City Xtra "ტვიტერით".

მკითხველის კომენტარები / 20 /
ლევანდოვსკის ამ დონეზეც რომც არ ეთამაშა, შარშანდელის გათვალისწინებით მაინც უნდა მიეცათ ოქროს ბურთი, მითუმეტეს წელს მესი აჩრდილი იყო ნამდვილი მესის. მართლა დიდი უსამართლობა მოხდა.
წატით თქვენი
01 დეკემბერი 2021 01:48
6
ლენინია თუ ლიონელია ვეღარ გავიგე. სახელის გულისთვის ჯილდოების მიცემა მაგრად ტეხავს. ყველას მაგრად მოგვწომდა ეგ კაცი და ახლა მგონი ყელში ამოგვადენენ.
G.LA
30 ნოემბერი 2021 22:05
23

სიახლეები პოპულარული