"ყოჩაღ, ბაჭიავ - უკრაინელ ფეხბურთელს მეუღლის მამაკაცთა აუდიტორია მოსწონს

AutoSharing Option
"რიზესპორის" 33 წლის უკრაინელმა ნახევარმცველმა ნიკოლაი მოროზიუკმა "SportUA LIVE"-ს "იუთუბის" არხზე იმაზე ისაუბრა, თავად უფრო პოპულარულია, თუ მისი მეუღლე ირინა:

"ვინ უფრო პოპულარულია, მე თუ ჩემი ყოფილი ცოლი ირინა? და რატომ ყოფილი? ხედავ, ხალხი მოვლენებს როგორ ჩამორჩება (იცინის).

ჩვენ ირინასთან სუპერ-ურთიერთობა გვაქვს, ერთად ვართ. ვინ უფრო პოპულარულია? საკამათო კითხვაა. იმ მიმართულებით, რომლითაც ის "ინსტაგრამზე" წინ მიიწევდა, ძნელია არაპოპულარული ყოფილიყო. თუ ასეთ გამოსახულებაში პოპულარული არ ხარ, მაშინ... მოდი, ბაჭიავ, დაასრულე. რა თქმა უნდა, ეს დიდი აუდიტორიაა, მამაკაცთა აუდიტორია.

მე ფეხბურთი მაქვს,
ყველაფერი სხვანაირადაა, მაგრამ ირინა ყოჩაღ, გამოიმუშავა პოპულარობა. ყველა ვერ შეაფასებს, ყველას არ მოეწონება. ბევრი კრიტიკაა, ბევრ ადამიანში ეს არ შედის და ეს არ ესმით. თუმცა, ყველას თავისი არჩევანი გააჩნია. მას მოსწონს. რაც შეეხება პოპულარობას... ძნელი სათქმელია.

როგორ აღვიქვამ იმას, რომ მას მამაკაცთა დიდი აუდიტორია ჰყავს? ამაში ცუდი არაფერია, არ ყოფილა ისეთი, რომ კატეგორიული "არა" მეთქვას. თუ ადამიანი რამითაა დაკავებული და ეს მოსწონს, ამას რაღაცის გამო აკეთებს და ეს მას რაღაც პოპულარულობას სძენს - რატომაც არა? თუმცა, ყოველთვის უნდა არსებობდეს გარკვეული ზღვარი".

მკითხველის კომენტარები / 6 /
ფუ თქვენი, უკვე გულის ამრევია ეს ყველაფერი. ნორმალური ფსიქიკის ქალი, ასე არასდროს არ გამოჩნდება სახალხოდ! ეს უფრო ფსიქიკა შერყეულთა ხვედრია. იტყვი არ მომწონს ესეთი სითამამე, იმწუთასვე მოგაკერებენ "ჩამორჩენილობას და ჩარჩენილს" მე კი პირიქით მგონია, ერთი ცული აკლიათ ხელში "ასეთ ქალებს" და ჰაიდა ტყეში, რითი განსხვავდებიან ველურებისგან? ისინიც შიშველ-ტიტვლები დარბოდნენ ტყეებში და ეს "თანამედროვე ველურებიც" ეგრე არ არიან?
Temo.
13:12 25-12-2021
1
ნიკოლაი მოროზიუკი -"ირინა ყოჩაღ, გამოიმუშავა პოპულარობა. ყველა ვერ შეაფასებს, ყველას არ მოეწონება. ბევრი კრიტიკაა, ბევრ ადამიანში ეს არ შედის." მართალი ხარ შეიძლება ბევრ ადამიანში არ შედის, მაგრამ სამაგიეროდ ირინაში შედის ბევრი..
ნიკოლაი მოროზიუკ!
01:16 25-12-2021
3

სიახლეები პოპულარული