კიევის "დინამოს" ფეხბურთელის, ნიკოლაი მოროზიუკის მეუღლეს, ირინას თავისებური ჰობი აქვს - ლამის ყოველდღე აქვეყნებს თავის ეროტიკულ სურათებს ინსტაგრამზე.
ამჯერადაც გაახარა ამ სოციალური ქსელის მომხმარებლები ახალი ფოტოთი, რომელიც საახალწლო ნაძვის ხესთან გადაიღო და თან, წერილიც დაურთო.
"მე ასეთი ოცნება მაქვს - ვიცხოვრო რომელიმე პატარა საკურორტო ქალაქში, ოკეანის პირას. ოღონდ, მეგაპოლისთან ახლოს, რათა ხალხში გავიდე. ვფიქრობ, საუკეთესო ვარიანტი ამერიკაა.
გუშინ სერიალ "ბევერი-ჰილზის" (ახალი თაობა) ყურება დავიწყე და მივხვდი, ეს ადგილი სწორედ ჩემთვისაა. ვნახე უძრავი ქონების ფასები და მივხვდი, შემიძლია მხოლოდ ლოკაცია დავდო.
Happy New Year. დაე, ამერიკელებმა იფიქრონ, რომ მათ ახალი მეზობელი ჰყავთ".