"ზენიტის" თავდამსხმელი არტიომ ძიუბა "რუბინში" აპირებს გადასვლას, რადგან მწვრთნელ სერგეი სემაკთან ურთიერთობა გაუფუჭდა. ტრანსფერით ყაზანური გუნდის თავკაცი ლეონიდ სლუცკი პირადადაა დაინტერესებული.
Metaratings-ის ცნობით, 33 წლის ძიუბა შეიძლება "რუბინმა" ახლა 3 მილიონ ევროდ შეიძინოს ან ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით აიყვანოს.
ძიუბას წლიური ხელფასი "ზენიტში" 3.6 მილიონია, "რუბინი" კი ბონუსების გარეშე 1 მილიონზე მეტს ვერ გადაუხდის.