კამერუნში, აფრიკის ეროვნებათა თასზე, პირველი ტურის შეხვედრები მიმდინარეობს. რამდენიმე დაპირისპირება საინტერესო გამოდგა, თუმცა, ტრადიციულად, ბევრ გოლს ვერ ვხედავთ. ჯერჯერობით 3 ჯგუფის საწყისი მატჩები დასრულდა და კიდევ ამდენივე ოთხეულმა უნდა იასპარეზოს.
B ჯგუფში ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი სენეგალისა და ზიმბაბვეს მატჩი თითქოს უგოლო ფრით უნდა დასრულებულიყო, თუმცა 97-ე წუთზე "ლივერპულის" ერთ-ერთ ლიდერ სადიო მანეს მიერ ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანით სენეგალელებმა მაინც მოიგეს - 1:0.
გამარჯვებულთა შორის ისეთი მოთამაშეებიც არიან, როგორებიც "კალიარის" ფორვარდი კეიტა ბალდე და პსჟ-ის ნახევარმცველი იდრისა გაიეა.
ამავე
C ჯგუფში მაროკომ სოფიან ბუფალის გოლით, პოპულარული ანგარიშით, 1:0 დაამარცხა "არსენალელ" თომას პარტეისა და "ლესტერის" მცველ დანიელ ამარტეის განა.
ამავე ჯგუფში გაბონმა ბოუპენზას ერთადერთი გოლით კომოროსი დაამარცხა.
რაც შეეხება A ჯგუფსა და მასპინძლებს - კამერუნმა ბურკინა ფასოს 2:1 აჯობა. აბუბაქარმა დუბლი შეასრულა. გამარჯვებულთა კარს "აიაქსელი" ანდრე ონანა იცავდა.
ამავე ოთხეულში კაპო ვერდემ ეთიოპია 1:0 დაამარცხა.
სადიო მანე აფრიკის 2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს
კამერუნის ნაკრების ფეხბურთელის გარდაცვალების გამო რუმინელ ექიმს პატიმრობა მიესაჯა