"ლივერპულელების" წარმატება, "ათიანი" ეროვნული ლიგიდან - აფრიკის ეროვნებათა თასი [VIDEO]

AutoSharing Option
კამერუნში, აფრიკის ეროვნებათა თასზე, პირველი ტურის შეხვედრები მიმდინარეობს. რამდენიმე დაპირისპირება საინტერესო გამოდგა, თუმცა, ტრადიციულად, ბევრ გოლს ვერ ვხედავთ. ჯერჯერობით 3 ჯგუფის საწყისი მატჩები დასრულდა და კიდევ ამდენივე ოთხეულმა უნდა იასპარეზოს.

B ჯგუფში ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი სენეგალისა და ზიმბაბვეს მატჩი თითქოს უგოლო ფრით უნდა დასრულებულიყო, თუმცა 97-ე წუთზე "ლივერპულის" ერთ-ერთ ლიდერ სადიო მანეს მიერ ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანით სენეგალელებმა მაინც მოიგეს -  1:0.


გამარჯვებულთა შორის ისეთი მოთამაშეებიც არიან, როგორებიც "კალიარის" ფორვარდი კეიტა ბალდე და პსჟ-ის ნახევარმცველი იდრისა გაიეა.

ამავე
ჯგუფში გვინეამ მალავის ანალოგიური ანგარიშით აჯობა. წაგებულთა რიგებში 10 ნომრით შეუცვლელად ითამაშა გორის "დილას" ნახევარმცველმა ფრანსისკო მადინგამ. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გვინეის ნაკრების ლიდერი, "ლივერპულელი" ნაბი კეიტა გახდა. 

C ჯგუფში მაროკომ სოფიან ბუფალის გოლით, პოპულარული ანგარიშით, 1:0 დაამარცხა "არსენალელ" თომას პარტეისა და "ლესტერის" მცველ დანიელ ამარტეის განა.


ამავე ჯგუფში გაბონმა ბოუპენზას ერთადერთი გოლით კომოროსი დაამარცხა.

რაც შეეხება A ჯგუფსა და მასპინძლებს - კამერუნმა ბურკინა ფასოს 2:1 აჯობა. აბუბაქარმა დუბლი შეასრულა. გამარჯვებულთა კარს "აიაქსელი" ანდრე ონანა იცავდა.


ამავე ოთხეულში კაპო ვერდემ ეთიოპია 1:0 დაამარცხა.

altკონსეისაომ შვილი ცვლილებაზე შეუშვა და გამარჯვების მომტანი გოლიც მიიღო - "პორტუსა" და "ესტორალის" ემოციური დასასრული [VIDEO]

altსადიო მანე აფრიკის 2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს

altკამერუნის ნაკრების ფეხბურთელის გარდაცვალების გამო რუმინელ ექიმს პატიმრობა მიესაჯა



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული