დესპოტოვიჩს სლუცკისთან კონფლიქტი მოუვიდა და კონტრაქტი უნდა გაუწყვიტონ

AutoSharing Option
"რუბინის" 29 წლის თავდამსხმელმა ჯორჯე დესპოტოვიჩმა გუნდის გამოცვლა გადაწყვიტა და არც ყაზანური კლუბია მისი გაშვების წინააღმდეგი, ვინაიდან ქრონიკული ტრავმა აქვს და მისი ჭირვეულობით დაიღალნენ.

"სპორტ-ექსპრესის" ცნობით, მოსკოვის "დინამოსთან" 0:2 დამარცხების შემდეგ დესპოტოვიჩს უთანხმოება მოუვიდა მწვრთნელ ლეონიდ სლუცკისთან. დესპოტოვიჩს "ასტანა" ეპატიჟებოდა, მაგრამ არ იყო მზად ის ხელფასი გადაეხადა, რომელსაც "რუბინში" 2023 წლის ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტის მიხედვით იღებდა- 1 მილიონ ევროს.

"რუბინმა" ხელშეკრულება მოსკოვის "ლოკომოტივის" აწ უკვე ყოფილ ფორვარდს ვიტალი ლისაკოვიჩს გაუფორმა და დესპოტოვიჩის პრობლემის სასწრაფოდ გადაწყვეტას ცდილობს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ისე ჩანს,რუბინი ხელახლაა ასაწყობი.ნეტავი ხვიჩაც გაუშვან!
სოსო
20:47 22-01-2022
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული