ამსტერდამში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ფუტსალში. ფინალურ მატჩში პორტუგალიის ნაკრებმა რუსეთი 4:2 დაამარცხა.
პირველი ტაიმი რუსეთმა 2:1 მოიგო, მეორე ტაიმში კი პორტუგალიის ნაკრები უპირატესობას დაეუფლა, გაიმარჯვა და ევროპის ჩემპიონის ტიტული დაიცვა.
პორტუგალია - რუსეთი 4:2
გოლები: 0:1 სოკოლოვი (10), 0:2 აფანასიევი (13), 1:2 პასუ (19), 2:2 კოელიო (27), 3:2 კოელიო (32), 4:2 ვარელა (40)
მესამე ადგილისთვის მატჩში ესპანეთმა უკრაინას 4:1 სძლია.
ესპანეთი - უკრაინა 4:1
გოლები: 1:0 მალიარდო (11), 1:1 ჩერნიავსკი (17), 2:1 სოლანო (18), 3:1 ბოიისი (31), 4:1 ადოლფო (32).
საქართველოს ფუტსალის
ნაკრები ტურნირზე 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა.
საქართველოს ფუტსალის