ფუტსალში ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუსეთის ნაკრებმა ამსტერდამში უკრაინა 3:2 დაამარცხა და ფინალში გავიდა.
ამ ქვეყნებს შორის შექმნილი ვითარების გამო მატჩი ძალიან დაძაბული გამოვიდა. დარბაზში უფრო მეტი მხარდამჭერი უკრაინელებს ჰყავდათ და მათ თავინთი ტრადიციული „პუტინ ხუ*ილო“ დასჭექეს. რუსულმა ტელეარხმა "Матч ТВ"-მ ამ დროს ხმა გამორთო. დარბაზის დიქტორმა გულშემატკივრებს სთხოვა, არასპორტული ხასიათის სიმღერები არ ემღერათ.
რუსეთი მეორე ტაიმში 3:1 დაწინაურდა, მაგრამ უკრაინამ ანგარიშის შემცირება შეძლო. შეხვედრის დასრულებამდე 1.12 წუთით ადრე უკრაინელებმა პენალტი ვერ გამოიყენეს, ბოლოს ორი მომენტიც გააცუდეს და დამარცხდნენ.
უკრაინა -
რუსეთი 2:3
გოლები: 0:1 სოკოლოვი (2), 0:2 აფანასიევი (15), 1:2 სერი (16), 1:3 ნიაზოვი (31), 2:3 აბაშკინი (35)