ოვერმარსი გადადგა - ის თანამშრომლებს თავისი სასქესო ორგანოს სურათებს უგზავნიდა

AutoSharing Option
"აიაქსის" სპორტული დირექტორი მარკ ოვერმარსი გადადგა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ კლუბის თანამშრომელ ქალებს სექსუალური ხასიათის შეტყობინებებს და თავისი სასქესო ორგანოს სურათებს უგზავნიდა, - იტყობინება Het Parool-ი.

ოვერმარსმა ეს გადაწყვეტილება უკანასკნელ დღეებში საკითხის კლუბის სადამკვირვებლო საბჭოსთან და გენერალურ დირექტორ ედვინ ვან დერ სართან განხილვის შემდეგ მიიღო. როგორც ირკვევა, მარკი სექსუალური ხასიათის შეტყობინებებს კლუბის რამდენიმე თანამშრომელს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უგზავნიდა.

"მე მრცხვენია. გასულ კვირაში შევიტყვე რეაქცია ჩემს საქციელზე და იმაზე, როგორ აისახა ეს სხვებზე. სამწუხაროდ, ვერ გავაცნობიერე, როგორ გადავედი ზღვარს,
მაგრამ ბოლო დღეებში ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა. უცბად უზარმაზარი ზეწოლა ვიგრძენი და პატიებას ვითხოვ. რა თქმა უნდა, ჩემი მდგომარეობის ადამიანისთვის ასეთი საქციელი მიუღებელია. ახლა ამას მეც ვხედავ, თუმცა ძალინ გვიანია. სხვა გამოსავალს, გარდა "აიაქსის" დატოვებისა, ვერ ვხედავ. ეს აგრეთვე სერიოზულ გავლენას ჩემს პირად ცხოვრებაზე ახდენს. აი, რატომ გთხოვთ ყველას, თავი დაგვანებოთ მე და ჩემს ოჯახს", - ციტირებს ოვერმარსს კლუბის ოფიციალური საიტი.

ოვერმარსი "აიაქსში", "არსენალსა" და "ბარსელონაში" თამაშობდა, ამსტერდამულ კლუბში კი 2012 წლიდან მუშაობდა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ჰოლანდია და რა უნდა ექნა სავსეა იქაობა...უბრალოდ ვფიქრობ ᲟანტაᲟი მოუწყვეს
სუს
13:57 08-02-2022
6
ამან ქართული გამოთქმა 'აბა აჩვენე ბიძიას პასპორტი' მგონი პირდაპირ გაიგო ...
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული