"ბარსელონას" 10 ყველაზე ძვირი ტრანსფერი - ჩიგრინსკიდან სუარესამდე

AutoSharing Option
"ბარსელონა" ყოველთვის ყიდულობს ვარსკვლავებს და არ იშურებს ფულს. დღევანდელ ჩვენს წერილში წარმოგიდგენთ კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირ 10 ტრანსფერს.

მაშ ასე, მივყვეთ ისტორიას, რომელიც იწყება დმიტრი ჩიგრინსკით და მთავრდება ლუის სუარესით.

დმიტრი ჩიგრინსკი
ფასი: 22,5 მილიონი ევრო
შახტარიდან, 2009 წელს

ჩიგრინსკიმ "შახტართან" ერთად ყველა უკრაინული ტიტული მოიგო. უკრაინულ ტიტულებთან ერთად უეფას თასიც მოიგო. ამით მან კატალონიური გუნდის ყურადღება მიიპყრო. პეპ გვარდიოლა უკვე ხვდებოდა, რომ კარლოს პუიოლს ასაკი მოემატა. ამასთან ერთად, მან ტრავმების მიღებას მოუხშირა.

ჩიგრინსკი მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში იყო "ბარსელონაში",
რის შემდეგაც ისევ "შახტარს" დაუბრუნდა. კატალონიურ კლუბში უკრაინელმა ცენტრალურმა მცველმა სანახევროდაც კი ვერ გამოავლინა თავისი შესაძლებლობები.

ალექსის სანჩესი
ფასი: 23 მილიონი ევრო
უდინეზედან, 2011 წელს

ამ ტრანსფერს ჩილეს ფეხბურთში ალექსის სანჩესი უძვირესი ფეხბურთელი გახდა. "უდინეზეში" სამხრეთამერიკელი მართლაც შეუდარებელი იყო და თამაშებს მარტო იგებდა. ასე რომ, მის ტრანსფერს ყველა მიესალმა.

სანჩესი "ბარსელონაში" გადასვლის შემდეგ ისტორიაში სხვა რამითაც ჩაეწერა. ის შეიქმნა პირველი ჩილელი მოთამაშე, ვინც კატალონიური სუპერკლუბის მაისურა მოირგო. სანჩესმა "ბარსაში" 3 სეზონი გაატარტა და ცუდად ნამდვილად არ გამოიყურებოდა.

დანი ალვეში
ფასი: 23,5 მილიონი ევრო
სევილიადან, 2008 წელს

2008 წელს ძამბროტამ იტალიაში დაბრუნება გადაწყვიტა. აქედან გამომდინარე, "ბარსელონას" ახალი მარჯვენა მცველის შეძენა დასჭირდა. არჩევანი დანი ალვეშზე შეჩერდა. მაშინ ის უკვე ითვლებოდა მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ.

"ბარსას" მიღებული გადაწყვეტილება არ უნანია, "ბლაუგრანასთან" ერთად ბრაზილიელმა უკანახაზელმა ყველა შესაძლო ტიტული მოიგო. ალვეშმა "ბარსელონასთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა და ის მომავალ სეზონში კვლავ გაახარებს კატალონიელთა ქომაგებს.

არდა თურანი
23,8 მილიონი ევრო
ატლეტიკოდან, 2015 წელს

გასული სეზონის შემდეგ ჩვენ არანაირი საფუძველი არ გვაქვს, ეჭვი შევიტანოთ ლუის ენრიკეს გადაწყვეტილებაში. მას ნამდვილად სჭირდება ისეთი მებრძოლი და უნივერსალური ფეხბურთელი, როგორიცაა არდა თურანი.

"ატლეტიკოში" ყოფნის პერიოდში თურქმა ფეხბურთელმა არაერთი ტიტული მოიგო - ესპანეთის ჩემპიონატი, თასი, სუპერთასი, ევროპის ლიგა და უეფას სუპერთასი.

მარკ ოვერმარსი
25 მილიონი ევრო
არსენალიდან, 2000 წელს

მარკ ოვერმარსმა "ბარსელონაში" არაერთი წელი გაატარა. ეს წლები ერთმანეთისგან კარდინალურად განსხვავებული იყო ერთმანეთისაგან. თავის სადებიუტო სეზონში ოვერმარსი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი იყო. მან კარგად ითამაშა და 8 გოლი მიითვალა. თანაც, ის დიდებულად გამოიყურებოდა გადამწყვეტ შეხვედრებში.

ამის შემდეგ სიტუაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა. ის ვეღარ ხვდებოდა გუნდის ძირითად შემადგენლობაში და ამის მთავარი მიზეზი უამრავი ტრავმა იყო. 2004 წელს ტრავმებთან ბრძოლით დაღლილი ოვერმარსი იძულებული გახდა, 2004 წელს პენსიაზე გასულიყო.

დავიდ ვილია
24,2 მილიონი ევრო
ვალენსიადან, 2010 წელს

ხუთეულს ხსნის დავიდ ვილია. "ბარსელონაში" გადასვლამდე მან ხუთი ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა "ღამურების" შემადგენლობაში. მან მოწინააღმდეგეთა კარში ასზე მეტი გოლი გაიტანა. ვალენსიელმა ქომაგებმა მისი წასვლა ძალიან მტკივნეულად მიიღეს.

"ბარსელონაში" ვილიამ ძველებური სიჯიუტით განაგრძო გატანა. ეს სხდებოდა მანამ, სანამ მან უმძიმესი ტრავმა არ მიიღო. ამ ტრავმამ ის ექვსი თვის განმავლობაში გამოიყვანა მწყობრიდან. ტრავმის გამო გამოტოვა ვილიამ ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი.

სესკ ფაბრეგასი
ფასი: 35 მილიონი ევრო
2011 წელს, არსენალიდან

"არსენალში" ესპანელს აღმერთებდნენ და არ უნდოდათ, რომ მას კლუბი დაეტოვებინა. ფაბრეგასმა ყველა გააბრაზა, როცა თქვა, რომ დიდი ხნის განმავლობაში ოცნებობს "ბარსას" ღირსების დაცვაზე. 2011 წელს მან მაინც აისრულა თავისი მთავარი საფეხბურთო ოცნება.

სესკმა ვერ შეძლო "ბარსელონაში" შეუცვლელი ფეხბურთელი გამხდარიყო. სამწლიანი შესვენების შემდეგ ფაბრეგასი ლონდონში დაბრუნდა, "ჩელსის" მაისურა მოირგო. "ჩელსიში" ის ნაღდი ლიდერია და ინგლისის ჩემპიონიც გახდა.

ნეიმარი
ფასი: 48,5 მილიონი ევრო
სანტოსიდან, 2013 წელს

ბრაზილიელი ვარსკვლავისათვის ბრძოლაში "ბარსელონამ" ყველას მოუგო. ამასთან ერთად, "ბარსამ" ძალიან გარისკა. არ იყო იმის გარანტია, რომ ნეიმარი სწრაფად შეძლებდა ევროპულ ფეხბურთში ადაპტირებას.

ნეიმარმა გაამართლა. დღეს ის "ბარსელონას" ერთ-ერთი ლიდერი და შეუცვლელი მოთამაშეა. ამასთან, სატრანსფერო ბაზარზე განუხრელად იზრდება მისი ფასი. ნეიმარი მიღწეულზე შეჩერებას არ აპირებს.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი
40 მილიონი ევრო, სამუელ ეტოო, სულ 60 მილიონი ევრო
2009 წელს, ინტერიდან

2009 წელს, ზაფხულში ზლატან იბრაჰიმოვიჩი "ინტერიდან" "ბარსელონაში" გადავიდა. "იბრამ"ვერ გაამართლა "ბარსაში". მან გაიტანა მნიშვნელოვანი გოლები, მაგრამ ვერ იქცა გუნდის ლიდერად.

ის დაბრუნდა იტალიაში. რატომ ვერ გაიხსნა ზლატანი "ბარსაში"? ამის მიზეზებზე იბრაჰიმოვიჩი დაწვრილებით წერს თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში...

ლუის სუარესი
75 მილიონი ევრო
ლივერპულიდან, 2014 წელს
"ბარსელონას" სარეკორდო ტრანსფერი. სუარესმა უმაღლეს დონეზე ჩაატარა წინა სეზონი "ლივერპულში", სადაც ლიდერი იყო და კინაღამ ჩემპიონი გახადა გუნდი. 33 შეხვედრაში მან 31გოლი გაიტანა.

ოქტომბრის ბოლომდე სუარესი დისკვალიფიკაციის გამო ვერ თამაშობდა "ბარსელონაში". მერე და მერე ლუისმა დაიწყო. დღეს ტრიო მესი - სუარესი - ნეიმარი მთელ მსოფლიოს აზანზარებს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული