სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ეჭვმიტანილმა "შახტარის" პრეზიდენტმა უკრაინა დატოვა

AutoSharing Option
რუსეთის შესაძლო შეჭრის წინ უკრაინას ოლიგარქები ჩარტერული რეისებითა და კერძო თვითმფრინავებით ტოვებენ. მათ შორის არის "შახტარის" პრეზიდენტი რინატ ახმეტოვი, - იტყობინება Украинская правда.

გამოცემის ცნობით, 13 თებერვალს კიევიდან დაახლოებით 20 თვითმფრინავი გაფრინდა. ახმეტოვი ციურიხში 30 იანვარს გაემგზავრა, კვირას კი კიევიდან მისი კიდევ ერთი თვითმფრინავი გაფრინდა.

ახმეტოვი, Forbes-ის მონაცემებით, ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანია. ის 1996 წელს გახდა დონეცკური კლუბის მფლობელი.

Sportall.Ge

2021 წლის 21 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ახმეტოვი ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებდა:

"რუსეთის მხრიდან, შესაძლოა, ესკალაციას ჰქონდეს ადგილი.
უკვე მართავენ კონსულტაციებს. ჩვენი ქვეყნის შიგნით დიდი გამოწვევებია, რასაც უკვე ადასტურებენ სხვა სახელმწიფოების დაზვერვის სამსახურები. 

ხმოვანი ინფორმაციაც გვაქვს - ვთქვათ ასე, უკრაინელები რუსეთის წარმომადგენლებთან განიხილავენ ახმეტოვის სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობას. ამისათვის 1 მილიარდი დოლარი გამოიყოფა. მას უკრაინის წინააღმდეგ ომში ითრევენ".

10 თებერვალს საზღვარგარეთ გაემგზავრა აგრეთვე ხარკოვის "მეტალისტის" პრეზიდენტი ალეკსანდრ იაროსლავსკი, რომლის კორტეჟმა ჩუგუევის ტრასაზე სასიკვდილოდ გაიტანა ადამიანი. თავად იაროსლავსკი ამტკიცებს, რომ ავტოავარიისას სახლში იმყოფებოდა და ტრაგედიის შესახებ დილით გაიგო.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ხომ არ მოგვეწვია საქართველოში და ჩაგვებარებინა ტყიბული მეშახტე? იგივე ქართული შახტარი რა.DDDDDDD
ტტტ
19:09 14-02-2022
6
ესეთ კაცს ქვეყნიდან როგორ გაუშვებდი, ამდენი მაყუთის ხელიდან გაშვება შეიძლება? უტვინო ყოფილა ზელენსკი, უტვინო, მართვადი და მშიშარა ტიპი..
კ ო მ ბ ლ ე
21:53 14-02-2022
29

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული