ცოტა ხნის წინ დასრულებულ აფრიკის ეროვნებათა თასზე განის ნაკრებმა საშინელი შედეგი აჩვენა - ჯგუფში მხოლოდ 1 ქულა დააგროვა. სერბი მთავარი მწვრთნელის, რაიევაცის გუნდი მაროკოსთან (0:1) დამარცხდა, გაბონის ნაკრებს (1:1) დაუზავდა, ხოლო კომეროსთან (2:3) წაგებას უკვე აღარავინ ელოდა.
Africa Soccer Zone-ის თანახმად, განის პარლამენტმა ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯორდან აივუ დაკითხვაზე დაიბარა. საკანონმდებლო ორგანოში გარკვეული შეკითხვები აქვთ, რომლებსაც "კრისტალ პალასის" ფორვარდმა უნდა უპასუხოს.
განის ნაკრები საკმაოდ ძლიერი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული - "ლესტერის" მცველი დანიელ ამარტეი, ვეტერანი ანდრე აივუ, რომელიც ამჟამად "ალ სადში" გამოდის...
განელები უახლოეს შეხვედრებს 24 და 29 მარტს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფარგლებში, ნიგერიის ნაკრებთან გამართავენ.
მანემ სალაჰი აატირა - სენეგალელები ზეიმობენ [VIDEO]
ᲩვენᲗან პასუხსაც არავი Თხოვს კი არა ....საერᲗოდ Თუ იციან რომ არსებობს ფეხბურᲗი და მარტო ფეხბურᲗი არა სხვა სპორტიც