ცუდი შედეგების გამო ნაკრების კაპიტანი პარლამენტში დაიბარეს

AutoSharing Option
ცოტა ხნის წინ დასრულებულ აფრიკის ეროვნებათა თასზე განის ნაკრებმა საშინელი შედეგი აჩვენა - ჯგუფში მხოლოდ 1 ქულა დააგროვა. სერბი მთავარი მწვრთნელის, რაიევაცის გუნდი მაროკოსთან (0:1) დამარცხდა, გაბონის ნაკრებს (1:1) დაუზავდა, ხოლო კომეროსთან (2:3) წაგებას უკვე აღარავინ ელოდა. 

Africa Soccer Zone-ის თანახმად, განის პარლამენტმა ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯორდან აივუ დაკითხვაზე დაიბარა. საკანონმდებლო ორგანოში გარკვეული შეკითხვები აქვთ, რომლებსაც "კრისტალ პალასის" ფორვარდმა უნდა უპასუხოს. 

განის ნაკრები საკმაოდ ძლიერი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული - "ლესტერის" მცველი დანიელ ამარტეი, ვეტერანი ანდრე აივუ, რომელიც ამჟამად "ალ სადში" გამოდის...

განელები უახლოეს შეხვედრებს 24 და 29 მარტს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფარგლებში, ნიგერიის ნაკრებთან გამართავენ.

altმანემ სალაჰი აატირა - სენეგალელები ზეიმობენ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
მოქალაქე, სააკაშვილის პერიოდში სპორტის ნგრევის მეტი არაფერი უკეთებიათ (სპორტის ინსტიტუტის გაუქმება, სტადიონების და სპორტდარბაზების ნგრევა სახლების ასაშენებლად ტერიტორიების გასანთავისუფლებლად და ა.შ.). რაც ესენი მოვიდნენ სტადიონებსაც აშენებენ, რაგბი ხომ მთლიანად მათი დაფინანსებითაა, ფეხბურთში რაღაც თანხა იდება და ა.შ.. იმდენს ვერ ხვდები, რომ დანგრევა ადვილია, აშენება რთული, მით უმეტეს ნანგრევებზე.
alexandre
13:23 15-02-2022
23
როგორ ზრუავენ ფეხბურᲗზე და ქვეყნის სახელზე..ფეხბურᲗი ისეᲗი სპორტია რომ ქვეყანას გამოაᲩენს მსოფლიოᲨი.
ᲩვენᲗან პასუხსაც არავი Თხოვს კი არა ....საერᲗოდ Თუ იციან რომ არსებობს ფეხბურᲗი და მარტო ფეხბურᲗი არა სხვა სპორტიც
მოქალაქე
10:50 15-02-2022
11

სიახლეები პოპულარული