ვერდიქტი გამოტანილია - ფიფამ და უეფამ რუსული გუნდები მოკვეთეს

AutoSharing Option
უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის გამო ფიფამ და უეფამ რუსული გუნდები საერთაშორისო ტურნირებიდან ოფიციალურად მოკვეთეს.

მიღებული გადაწყვეტილება ყველა ნაკრებსა და კლუბს ეხება და ძალაში შემდგომ შეტყობინებამდე იქნება.

"ფეხბურთი უკრაინაში ყველა დაზარალებულის მიმართ სოლიდარულია და საერთო მწუხარების ირგვლივ გაერთიანებულია. საფეხბურთო ფუნქციონერები იმედოვნებენ, რომ უმოკლეს ვადაში უკრაინაში სიტუაცია გამოსწორდება, რათა ფეხბურთი კვლავ გახდეს სამყაროს ერთიანობისა და მშვიდობის ვექტორი", - ნათქვამია ფიფასა და უეფას ერთობლივ განცხადებაში.

რუსეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის მატჩებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

რუსეთის ფეხბურთის კავშირი ფიფასა და უეფას მიერ მიღებული გადაწყვეტილების
ლოზანის სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.

BBC-ის ჟურნალისტი საიმონ სტოუნი იტყობინება, რომ უეფამ "გაზპრომთან" კონტრაქტის გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ხელშეკრულების მიხედვით, უეფა "გაზპრომისგან" წელიწადში 30 მილიონ ევროს იღებდა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ეს გადაწყვეტილება მინიმუმ 13 წლით დაგვიანებულია მაგრამ არაუშავს თუ იქნება ბოლომდე მკაცრი და არა 5 %ით მარტო
ნოდო
22:28 28-02-2022
3
აღდგენა არ უნდა მოხდეს მანამ სანამ რუსეთი არ მოახდენს უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას ტერიტორიების დეოკუპაციას. მორჩა, მაგათ ბოროტებას წერტილი უნდა დაესვას.
ფეხბურთელი
22:59 28-02-2022
3

სიახლეები პოპულარული