უკრაინაში შეჭრის გამო გერმანული სპორტული ეკიპირების ცნობილმა ფირმა "ადიდასმა" რუსეთის ფეხბურთის კავშირთან თანამშრომლობა შეწყვიტა.
მხარეები 2008 წლიდან თანამშრომლობდნენ, გასული წლის ზაფხულში კი კონტრაქტი 2026 წლამდე იქნა გაგრძელებული. "ადიდასი" რუსეთის ნაკრებს მოსავდა და სპონსორობის სანაცვლოდ წელიწადში 15 მილიონ დოლარზე მეტს უხდიდა.
გუშინ ფიფამ და უეფამ რუსულ გუნდებს ყველა საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობა აუკრძალეს, ხოლო უეფამ "გაზპრომთან" კონტრაქტი გაწყვიტა.
რუსეთი და, კერძოდ, მათი სპორტი და ფეხბურთი, სრულ იზოლაციაში მოექცა.