ახალი იდეა რუსეთის პრემიერ ლიგაში - როგორ შეიძლება შეიცვალოს ევროტურნირებიდან მოკვეთის ადგილობრივი ჩემპიონატი...

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერ ლიგაში შესაძლოა, გუნდების რაოდენობა გაიზარდოს. ამის შესახებ Sport24-თან საუბარში რუსეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვალერი კარპინმა განაცხადა. 

"დიდი ალბათობით, ლიგაში გუნდების რაოდენობის გაზრდა მოგივწევს. ევროპული შეჯიბრებები აღარ გვაქვს, ასევე არ გვექნება 2-კვირიანი სანაკრებო პაუზა. 

ექვს თვეში შესაძლებელია 30 ტურის თამაში და რაც შეეხება დანარჩენ ექვსს?!" - ამბობს კარპინი.

კარპინმა რამდენიმე დღის წინ ასევე თქვა, რომ ფეხბურთელები მიღებული ახალი გადაწყვეტილებითა და ევროტურნირებიდან მოკვეთით შოკირებულნი არიან. მან ასევე აღნიშნა, რომ ნაკრებში დაბრუნება სურს "ზენიტის" ფორვარდ არტიომ ძიუბას.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრემიერ
ლიგაში ამჟამად 15 გუნდი ასპარეზობს. РБ Спорт-ის ინფორმაციით, კლუბები 2023/24 წლების სეზონიდან გუნდების რაოდენობის გაზრდაზე იმსჯელებენ.

იდეას უკვე საჯაროდ დაუჭირეს მხარი "კრასნოდარის", "უფასა" და "არსენალის" წარმომადგენლებმა.


მკითხველის კომენტარები / 10 /
თურმე პუტინი აპირებს ზენიტის რიგებში თამაშს რომ ჩემპიონატი პოპულარული გახადოს, ოღონდ ჯავშანჟილეტით და კალაშნიკოვით......
rigiti
10:24 06-03-2022
1
გაკეთდება ახალი სანაკრებო ყოველწლიური ტურნირი, ევროპა-აზიის სასაზღვრო თასი და ერთმანეთს პირდაპირ ფინალში შეხვდებიან რუსეთის და ბელორუსიის ნაკრებები. ფინალი გაიმართება ევრაზიის სხვადასხვა ქალაქებში, ხან მინსკში, ხან მოსკოვში და ხან პეტერბურგში.
ვიაჩესლავ კოლოსკოვი
01:03 06-03-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული