ახალი იდეა რუსეთის პრემიერ ლიგაში - როგორ შეიძლება შეიცვალოს ევროტურნირებიდან მოკვეთის ადგილობრივი ჩემპიონატი...

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერ ლიგაში შესაძლოა, გუნდების რაოდენობა გაიზარდოს. ამის შესახებ Sport24-თან საუბარში რუსეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვალერი კარპინმა განაცხადა. 

"დიდი ალბათობით, ლიგაში გუნდების რაოდენობის გაზრდა მოგივწევს. ევროპული შეჯიბრებები აღარ გვაქვს, ასევე არ გვექნება 2-კვირიანი სანაკრებო პაუზა. 

ექვს თვეში შესაძლებელია 30 ტურის თამაში და რაც შეეხება დანარჩენ ექვსს?!" - ამბობს კარპინი.

კარპინმა რამდენიმე დღის წინ ასევე თქვა, რომ ფეხბურთელები მიღებული ახალი გადაწყვეტილებითა და ევროტურნირებიდან მოკვეთით შოკირებულნი არიან. მან ასევე აღნიშნა, რომ ნაკრებში დაბრუნება სურს "ზენიტის" ფორვარდ არტიომ ძიუბას.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრემიერ
ლიგაში ამჟამად 15 გუნდი ასპარეზობს. РБ Спорт-ის ინფორმაციით, კლუბები 2023/24 წლების სეზონიდან გუნდების რაოდენობის გაზრდაზე იმსჯელებენ.

იდეას უკვე საჯაროდ დაუჭირეს მხარი "კრასნოდარის", "უფასა" და "არსენალის" წარმომადგენლებმა.


მკითხველის კომენტარები / 10 /
რაში გვაინტერესებს, ესეც უქნიათ და კუთხურის ალმები გაურჭვიათ, დაწერეთ საფეხბურთო ლიგებზე
llcl
16:17 05-03-2022
5
თქვენც უნდა გაიაროთ მწუხარების 5 ყველგან ცნობილი ეტაპი: უარყოფა, რისხვა, ვაჭრობა, დეპრესია, ფაქტად მიღება. ეხლა წუხხართ, რომ მსოფლიომ გაგრიყათ ველური და ბარბაროსული საქციელის გამო, მალე გაბრაზდებით და გინებას დაუწყებთ ყველას, მერე იქნებ რამე შეღავათები დაგვიწესოთო, ხვეწნას და ვაჭრობას დაიწყებთ, აუცილებლად გექნებათ დეპრესიის და შეგუების პერიოდიც.....აი, მერე, როდესაც გაიზიარებთ იმ კოლექტიურ პასუხისმგებლობას, რასაც რუსი მოქალაქეები (და არა ერი) მიიღებენ თავიანთი პოზიციის, სიმხდალის, ველურობის გამო, დაბრუნდებით ფეხბურთშიც და სხვაგანაც...ოღონდ ეს მალე არ იქნება, ჯერ პირველ ეტაპზე ხართ
zaz197
18:17 05-03-2022
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული