"ოქროს ბურთის" დაჯილდოების კრიტერიუმები შეიცვლება

AutoSharing Option
L'Équipe-ის ცნობით, "ოქროს ბურთის" დაჯილდოების კრიტერიუმები შეიცვლება. მიზეზი მარტივია, კომპეტენტურ ორგანოს სურს, რომ პრესტიჟული ტიტულის გადაცემა ყველასთვის გასაგები გახდეს.

პირველ რიგში, მხედველობაშია "ოქროს ბურთის" გადაცემა არა კალენდრულ წელზე, არამედ კონკრეტული სეზონის მიხედვით. შესაბამისად, წლევანდელი წლის დაჯილდოება სეზონის მიხედვით იქნება, მომდევნო წელს კი გავლენას მსოფლიო ჩემპიონატიც იქონიებს.

ამასთან ერთად, ხმის მიცემის შესაძლებლობა ექნებათ ქვეყნებს, რომლებიც FIFA-ს რეიტინგში საუკეთესო ასეულში შედიან და ბოლოს, ინდივიდუალური რეზულტატი მეტად მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე გუნდური ტიტული.

შეგახსენებთ, "ოქროს ბურთის" მოქმედი მფლობელი "პარი სენ ჟერმენის" არგენტინელი შემტევი ლიონელ
მესია.

მომზადებულია championat-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 9 /
რა მესი ბიჭო 7 გოლი აქვს გატანილი თან ექვსი პენალტიდან რომელიც მისი მოპოვებული არ არის
გაუგებარი
10:16 13-03-2022
2
რეალი - პსჟ მატჩმა აჩვენა თუ ვის ეკუთვნოდა ოქროს ბურთი წელს, მაგრამ უეფამ ამით რეალი დასაჯა სუპერლიგის გამო და შეიხებს კოჭი გაუგორეს
მამუკა
03:57 12-03-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული