"რუბინიდან" ურემოვიჩიც წავიდა - სლუცკიმ კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
დანიელი ანდერს დრეიერისა და ჩერნოგორიელი სეად ჰაკშაბანოვიჩის შემდეგ "რუბინი" 25 წლის ხორვატმა მცველმა ფილიპ ურემოვიჩმა დატოვა.

ურემოვიჩი ყაზანურ გუნდში 2018 წელს ლიუბლიანის "ოლიმპიადან" გადავიდა, ამ სეზონში კი ჩემპიონატის 18 მატჩში მიღო მონაწილეობა. ის იანვარში "ჰერტას" 3 მილიონ ევროდ არ მიჰყიდეს.

"რუბინთან" ურემოვიჩის მიერ კონტრაქტის შეჩერებამდე კლუბის საიტთან კომენტარი გუნდის მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ გააკეთა: "არ მგონია, რომ ჩვენს ახლ ცხოვრებაში ეს სიახლეები წარმოუდგენელია. ჩემი პროგნოზი - ეს ყველაფერი მხოლოდ ჰაკშაბნოვიჩისა და დრეიერის დაკარგვით არ შემოიფარგლება. ჩვენ ვურთიერთობთ და გუნდში შექმნილი ვითარება
გვესმის, მაგრამ დეტალებს არ გავახმოვანებთ. როდესაც რაღაც ინფორმაცია ოფიციალური იქნება, ჩვენ გამოვაცხადებთ.

ეს ახალი რეალობაა, მხოლოდ ჩვენ როდი შევეჯახეთ. მე დარწმუნებული ვარ, ეს შეეხება ან უკვე შეეხო რუსეთის პრემიერლიგის ყველა გუნდს".

ასე რომ, შესაძლოა, "რუბინი" მალე ხვიჩა კვარაცხელიამაც დატოვოს.

მკითხველის კომენტარები / 19 /
კარგით რა, რა ერთი წელი კვარაცხელია არ თამაშობს, ის ძაან სერიოზულ ფეხბურთს ახლაც თამაშობს, აი მითხარით მასზე უკეთესი ფეხბურთელი საქარველოში, უბრალოდ მას ეხლა სჭირდება ახალი გამოწვევა ორივე ხელით თანახმა ვარ რომ ხვიჩა რუბინიდან უნდა წამოვიდეს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ სლუცკი უკვე ახალს ვერაფერს ასწავლის და მე ვფიქრობ ამ კვირაში ხვიჩა წამოვა რუბინიდან
მგელი
14 მარტი 2022 10:31
0
ღირსებას და ყოველგვარ ეთიკურ ნორმებს რო თავი დავანებოთ, სუფთა საფეხბურთო თვალსაზრისთი რუსული კლუბები მინიმუმ ხუთი წელი ევროტურნირებზე ვერ ითამაშებენ , 5 წელიწადდი რუსული ფეხბურთი ისე ჩამოიშლება კიდევ მინიმუმ ხუთი წელი. ევროტურნირზე ვერ მოხვდებიან და 10-15 წლის შემდეგ კვადამ კარიერ უნდა დაამთავროს. შესაბამისად გაუგებარია რატომ რჩება და რას ელოდება
ლაშა
14 მარტი 2022 10:23
1
კვარას რუბინიდან წამოსვლა გამორიცხულია, რადგან ჭ კლასის გუნდში წასვლას აზრი არ აქვს, რადგან რუბინი თავად გახდა ჭ კლასის გუნდი, ხოლო დღეს მას არცერთი ნორმალური გუნდი არ აიყვანს, რადგან ვეღარ ხედავენ მაგაში პერსპექტივას, ანუ თავიდან აქვს დასამტკიცებელი ბევრი რამ, რომელიც საქართველოს ნაკრებში თამაშით უნდა დაამტკიცოს.
ჟორა გაბრიჭიძე
13 მარტი 2022 21:45
26
საქართველოს ნაკრებში თამაშით რა აქვს დასამტკიცებელი?? მან დაამტკიცა კი არა ეროვნული ნაკრების ლიდერია, უბრალოდ შეიძლება ფორმაში არ იყოს ფეხბურთელი ეს ჩვეულებრივი ამბავია. ნაკრებში კვარა ყოველთვის მაგარი მონდომებით და მოტივაციით თამასობს. ძალიან ძნელია ნაკრებში ყველა თამაშში უმაღლეს დონეზე ითამაშო და თან მოწინააღმდეგემ ჩვენზე არანაკლებ იციან რომ ნაკრებში კვარა ყველაზე სახიფათოა.
azri
13 მარტი 2022 21:56
4
რომ წავიდეს,ვინმეს ხომ უნდაუნდოდეს.რა იდიოტობებს წერთ.
status quo
13 მარტი 2022 20:27
3
აქამდე ,,ეძინა,, კვარაცხელიას???
უი, უი და ვაი...
14 მარტი 2022 21:52
2

სიახლეები პოპულარული