"რუბინი" ორმა ლეგიონერმა დატოვა

AutoSharing Option
"რუბინის" საიტის ცნობით, გუნდიდან ორი ნახევარმცველი წავიდა - დანიელი ანდერს დრეიერი და ჩერნოგორიელი სეად ჰაკშაბანოვიჩი.

ფიფამ რუსეთის პრემიერლიგის ლეგიონერებს სხვა ლიგების გუნდებში გადასვლის უფლება მისცა, 30 ივნისს ისინი უკან უნდა დაბრუნდნენ, მაგრამ არავინ იცის, იმ დროისთვის როგორი სიტუაცია იქნება და მოუწევთ თუ არა კარიერის ისევ რუსეთში გაგრძელება.

დრეიერი "რუბინმა" გასული წლის ზაფხულში "მიდტიულანდისგან" 7 მილიონ ევროდ, ხოლო ჰაკშაბანოვიჩი "ნორჩეპინგისგან" 6.5 მილიონ ევროდ შეიძინა.

"რუბინში" საქართველოს ნაკრების გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია ასპარეზობს.

შეგახსენებთ, "ურალიდან" ლუკა გაგნიძე და ლუკა წულუკიძე წავიდნენ.


მკითხველის კომენტარები / 23 /
ამაშიც გვაჯობეს უკრაინელებმა და არა მარტო, რუსეთი აგრესორი და მტერია, უკვე მთელი თავისუფალი სამყაროსი, მისგან ხელფასის აღება აბა მოსულა? და მათი გულშემატკუვრის შეძახილების ქვეშ თამაში, კაცია და ბუნება, აგერ ცისკარიძე(ბალერონი, ქორეოგრაფი) რამისაა წითელ არმიაში ჩაეწეროს, მაგრამ რა? ყველაფერს თავის სახელი უნდა დაერქვას, ეგერ კაშიას სამკლავურის გამო რა მოუწყეს სტადიონზე და რავი აბა.
სანი
17:02 12-03-2022
5
ფაქტი სახეზეა რომ ხვიჩა ისე არ ვითარდება რითაც ყველას გაგვახაეებს, ამიტომ საჭიროა ცვლილება და ალბათ უკვე მალე თორემ უფრო გაუჭირდება შემდეგ. ძაან ჭირდები ქართულ ფეხბურთს!
ზურა
16:13 12-03-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული