"ხელფასების ზღვარი, მხოლოდ 3 ლეგიონერი და ბელარუსული გუნდების დამატება" - გაზაევი პრემიერლიგის რეფორმას გეგმავს

AutoSharing Option
რუსული ფეხბურთის იზოლაციის გამო პრემიერლიგაში რეფორმების გატარებას აპირებენ. ცსკა-სა და რუსეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ვალერი გაზაევმა, რომელიც ამჟამად სახელმწიფო დუმის ეროვნებათშორისი საკითხების კომიტეტის თავმჯდომარეა, თავისი გეგმა გაამხილა.

"მე ყოველთვის გაფართოებისა და რეფორმების მომხრე ვიყავი. ახლა, როდესაც სრულ იზოლაციაში მოვხვდით, აუცილებლად უნდა განვავითაროთ სპორტის ნებისმიერი სახეობა. ხელების ჩამოშვება არ შეიძლება, სტიმულების მოძებნაა საჭირო.

რაც შეეხება ფეხბურთს, ამ სიტუაციაში დახურული ლიგის შექმნა და გუნდების რაოდენობის გაზრდა გვმართებს. აუცილებელია გეოგრაფიული პრინციპით (დასავლეთი და აღმოსავლეთი) ორი ზონის შექმნა - 20-20 გუნდით. ევროპის სუპერლიგის მსგავსად
სუპერლიგა დავარქვათ.

მასში მონაწილე კლუბმა საწევრო უნდა შეიტანოს. ბელარუსებიც სანქციების ქვეშ არიან, მათი გუნდების დამატებაც შეიძლება. სეზონის ბოლოს პლეი-ოფებს ჩავატარებთ. ხელფასების ზღვარია დასაწესებელი. უცხოელების მოწვევა - ეს მოდისადმი ხარკის გადახდის მსგავსია. მათ ჩვენს ფეხბურთს, ფაქტობრივად, არაფერი შესძინეს და უეფას რეიტინგში მე-10 ადგილზე დავქვეითდით - მაქსიმუმ 3 ლეგიონერი კლუბში", - განაცხადა გაზაევმა Матч ТВ-ის ეთერში.

მკითხველის კომენტარები / 11 /
მართალი ხარ ვალერა ! რათ გინდათ საერთოდ ლეგიონერებიი გამოაგდეთ მანდედან ხვიჩა ზურიკო და სხვებიც PP
zura222
00:32 16-03-2022
2
მეათე ადგილამდე დავქვეითდითო?! ეგ აღზევებაა საცოდავო, დაქვეითება აწი ნახე შენ
sormona
23:37 15-03-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული