ალიევი გაზაევზე: გოსდუმაში ჯიბეების გასავსებად მიძვრებიან

AutoSharing Option
კიევის "დინამოსა" და უკრაინის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ალექსანდრ ალიევმა Sport24-თან ინტერვიუში ახსნა, თუ რატომ უწოდა თავის ყოფილ მწვრთნელს, ვალერი გაზაევს უბედური ადამიანი.

- ვალერი გაზაევს უბედური ადამიანი უწოდეთ. გიკვირთ, რომ ახლა გოსდუმაში მუშაობს?
- მინდა ყველა სფეროში პატიოსანი ადამიანები იყვნენ, მით უმეტეს, გოსდუმაში. თუმცა მე გაზაევი სხვაგვარად დამამახსოვრდა: ერთს ლაპარაკობდა და სრულიად სხვა რამ გამოსდიოდა.

მაინც ყველა რატომ მიძვრება გოსდუმაში? რატომ სწორედ პოლიტიკაში? თავადაც ხვდებით, იმისათვის, რათა უფრო და უფრო მეტად გაივსონ ჯიბეები.

შეგახსენებთ, გაზაევი რუსეთის გოსდუმის ფიზიკური კულტურისა და სპორტის
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და პრეზიდენტ პუტინის აქტიური მხარდამჭერია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული