უკრაინაში ომის დაწყების გამო ფიფამ და უეფამ რუსული ნაკრებები და კლუბები საერთაშორისო ტურნირებიდან მოკვეთეს, ხოლო იქაურ პრემიერლიგაში მოასპარეზე ლეგიონერებს კონტრაქტების შეჩერებისა და 30 ივნისამდე საზღვარგარეთის გუნდებში თამაშის უფლება დართო. "კრასნოდარი" უკვე ყველა უცხოელმა ფეხბურთელმა დატოვა.
"კრასნოდარის" გენერალურმა დირექტორმა ვლადიმირ ხაშიგმა (გუდაუთელი აფხაზია) ფეხბურთელებს განუცხადა, რომ სამი თვით ხელფასებს გაუნახევრებენ, ფული აქვთ, მაგრამ სანქციების გამო ხელი არ მიუწვდებათ და როდესაც კრიზისი დასრულდება, სიტუაცია გამოსწორდება.
მოთამაშეებმა გარანტიის სახით დოკუმენტი მოითხოვეს, რომ სამი თვის შემდეგ გასამრჯელოს სრულად აიღებენ, მაგრამ ხაშიგმა ასეთი დოკუმენტის მიცემაზე
უარი განუცხადა.