"რუბინის" დირექტორი კვარაცხელიაზე - ლეგიონერების შენარჩუნებაში უმწეონი ვართ

AutoSharing Option
"რუბინის" სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმ "სპორტ-ექსპრესთან" ინტერვიუში აღიარა, რომ ლეგიონერებს ვერ შეინარჩუნებენ.

- ყველა კლუბს ხარჯების შემცირება მოუწევს, ხელფასები შემცირდება და ეს დიდი პლუსია, რომ ჩვენი ბაზარი რაღაც წესრიგს შეიძენს, მიწაზე დაეშვება. წამყვან ლეგიონერებს დავკარგავთ, რაც ლოგიკურია. ჩვენ ბავშვთა და ჭაბუკთა ფეხბურთის აქტიურად განვითარების საშუალება გვექნება. სადღაც პოლიტიკის ძებნა მოგვიწევს.

გასაგებია, ვიღაც უცხოელები დარჩებიან, მაგრამ უახლოეს წლებში ისინი ძალიან არ მოინდომებენ ჩვენთან ჩამოსვლას - ეს ობიექტური რეალობაა. შესაძლოა, ისინი ახლაც ძალიან არ გვჭირდებიან. ხარისხიანი ლეგიონერები - ეს დიდი ფულია, ჩვენ
კი ახლა ფულის დაზოგვა გვმართებს.

- თქვენგან სამი ლეგიონერი წავიდა - დრეიერი, ურემოვიჩი და ჰაკშაბნოვიჩი. კიდევ ვინ დატოვებს კლუბს?
- ვფიქრობ, მინიმუმ სეზონის ბოლომდე კიდევ სამი ფეხბურთელი დაგვტოვებს. შესაძლოა, ყველა წავიდეს.

- მართალია, რომ ინ ბომი კორეაშია?
- დიახ, ის ჯერ იქ იმყოფება. ნაკრებში გამოიძახეს: უნდათ ნახონ და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასონ. სათამაშოდ მზად არაა, მაგრამ ჯერ იძახებენ.

- არსებობს იმის საშიშროება, რომ როდესაც კვარაცხელია ან ტალბი ეროვნულ გუნდებში წავლენ, ფედერაციის მხრიდან ზეწოლისა და გარემოცვის გამო უბრალოდ არ დაბრუნდებიან კლუბში?
- ახლა ჩვენს ქვეყანაზე ყველა სფეროში უპრეცედენტო ზეწოლაა და გამონაკლისი არც ფეხბურთია. ამაში პანიკის საფუძველს ვერ ვხედავ. ჩვენ ფეხბურთელებზე ზემოქმედების ყოველგვარ ბერკეტს მოკლებულნი ვართ. თუ მოისურვებენ, მაშინ წავლენ. სულ ესაა.

სხვა სფეროების მდგომარეობის გათვალისწინებით, ჩვენი მხრიდან, ალბათ, ძალიან  მართებული არ იქნება იმაზე ლაპარაკი, რომ ზეწოლის გამო ვიტანჯებით. ვიტანჯებით ისევე, როგორც ყველა სფეროს წარმომადგენლები, რომლებსაც სანქციები შეეხო. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს შანსი, ზაფხულში რაღაც მოვაწესრიგოთ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
რანაირ დასკვნებს არ მოისმენ კაცი....
ესეიგი
11:15 23-03-2022
0
რუსების შემდეგი მცდელობა როგორმე თავიანთ კონტროლირებულ გუნდში ჩაიტყუონ ევროპაში და ისე დაუნგრიონ კარიერა როგორც ყენიას გაუკეთეს შალკეში ჭანტურიას და ყაზაიშვილს ვიტესში და ა.შ კიდე კაი ჩელსის D. ####% ბა ეხლა თორე იქ ჩაიყვანდნენ და ფოკუსებს გააჩალიჩებდნენ. შევჩენკოც მანდ დაატორმუზეს კიდე კაი მოასწრო მანამდე კარიერა შექმნა მილანში. უნდა ჩავიდეს ისეთ გუნდში რომელიც მართლა ევროპული გრანდია და სადაც რუსების ჭაჭანება არაა მაგათი ჯიში #### _
Chaquchi
06:18 22-03-2022
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული