"ზელენსკი დიადი პრეზიდენტია" - განაცხადა შევჩენკომ და ზოგიერთი რუსის მოწონება დაიმსახურა

AutoSharing Option
უკრაინული ფეხბურთის ლეგენდამ, ანდრეი შევჩენკომ, თავისი ქვეყნის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მამაცობისათვის შეაქო.

"ვოლოდიმირ ზელენსკის პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია. შეეძლო წასულიყო, მაგრამ დარჩა და მოგვიწოდა, სამშობლო დავიცვათ. ამან უკრაინელი ერი გააერთიანა. ის ჩვენთან დარჩა და ჩვენ არ დავნებდებით. ბოლომდე დავიცავთ თავს.

ეს საშინელი სიზმარივითაა. მგონია, ხვალ გავიღვიძებ და ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდები, თუმცა მესმის, ეს არ მოხდება... ეს რეალობაა", - ციტირებს შევჩენკოს "დეილი მეილი".

შევჩენკომ კომენტარი Rai 3-თანაც გააკეთა: "უკრაინას უნდა ევროპის ნაწილი იყოს, ეს ჩვენი გა
დაწყვეტილება იყო. ზელენსკი დიადი პრეზიდენტია, რომელიც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისაკენ მიგვიძღვის".

როგორც იცით, რუსეთში სამხედრო ცენზურაა, მაგრამ sports.ru-მ შევჩენკოს გამონათქვამები გამოაქვეყნა და გასაკვირია, რომ ბევრის მოწონება დაიმსახურა. კომენტარებში აღნიშნავენ, რომ ზელენსკი არ შეშინდა და ზოგიერთივით ბუნკერში არ დაიმალა.

Sportall.Ge

რუსულმა პროპაგანდისტულმა გაზეთმა "კომსომოლსკაია პრავდამ" 20 მარტს მათი დანაკარგების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა და მკითხველს აცნობა, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან მათი მხრიდან 9 861 ჯარისკაცი დაიღუპა, 16 153 კი დაიჭრა. საინტერესოა, რომ ერთი დღის შემდეგ ინფორმაცია წაშალეს და თავი იმით იმართლეს, თითქოს საიტი ჰაკერებმა გაუტეხეს და ეს ინფორმაცია მათ გამოაქვეყნეს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ომის დაწყებამდე როგორი სახელმწიფო იყო უკრაინა.განა არ იყო დამოუკიდებელი,თავისფალი და დემოკრატიული?ახლა უფრო მეტადაა ვითომ იქ ეს ყოველივე?... დიადი პოლიტიკოსია ის,ვინც აერთიანებს,აშენებს აძლიერებს, ერთ გოჯ მიწას არ უკარგავს საკუთარ სახელმწოფოს,მამულს,ვინც ახერხებს ამას ჭკუით,გონით,გონიერებით,არაორდინალური უნარებითა და სიტუაციის სასიკეთოდ გამოყენებით,პოლიტიკური პრაგმატიზმით,ვინს ნაღდ მეგობრებსა და კეთილმოსურნეებს არ ურქენს და უმადურად არ უღრენს......მახსოვს კარგად აყვავებული და ბედნიერი ერთიანი უკრაინა.უფალს ვთხოვ,როდესმე კვლავ ასეთი გამხდარიყოს ეს ულამაზესი ქვეყანა!
კოლხიდელი
23:05 18-12-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული