იოჟეფ საბო: პუტინის მხოლოდ მოკვლა შეიძლება - ასეთები დიდხანს არ ცოცხლობენ

AutoSharing Option
უკრაინის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა იოჟეფ საბომ Футбол NEWS-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში მის სამშობლოში რუსეთის ინტერვენციაზე ისაუბრა:

"ურდო და არამზადა, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს თავს დაესხა - ეს მტარვალები. ჩვენს ხალხს ცარიელი ხელებით შეუძლია ტანკებზე წავიდეს, მათ კი ამ არანორმალური პუტინის შეჩერება არ შეეძლოთ? შეეძლოთ! ჩემი მიზანი - ჩვენი სახელმწიფოდან ყველა რუსის გაყრაა და დაე, ისინი იქ საკუთარ წვენში მოიხარშონ. მე ჩემს შვილებს მოვუყვები, ვინ არიან რუსები და თქვენ ყველამ ეს უნდა გააკეთოთ. მათთან მეგობრობა შეუძლებელია, ისინი მატყუარები არიან. დღეს ამბობენ, რომ ეს
ჩვენ დავესხით თავს.

რაც ჩვენს სახელმწიფოში ხდება, ამის გამო ყოველ საღამოს ვტირი. ბუდაპეშტიდან და სხვა ქვეყნებიდან დამირეკეს, მიმიპატიჟეს, მაგრამ უარი ვუთხარი, არსად წასვლა არ მინდა. როდესაც საავადმყოფოდან გამოვალ, აუცილებლად ხალხს დავეხმარები, რომლებიც ამას საჭიროებენ. სხვანაირად არ შემიძლია. შესაძლოა, მეც ავიღო ხელში ავტომატი. ძალიან მინდა, მათთან ერთად საზღვრამდე მივიდე და ის ჩავკეტო, რათა არასოდეს ვიმეგობრო რუსებთან.

პუტინი საძაგელია. ვფიქრობ, მასთან მოლაპარაკება შეუძლებელია, მისი მხოლოდ მოკვლა შეიძლება ან თავად მოიკლას თავი. თუ ნორმალური კაცია, უნდა ესმოდეს, რაც უნდა მოხდეს, მაინც მოუწევს ჰააგაში წასვლა, მაინც დახვრეტენ. ასეთი ადამიანები დიდხანს არ ცოცხლობენ".

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
საბოს ცენტრიდან გატანილი გოლები მახსოვს ! ზარბაზანის ძალით ურტყამდა !
ალექს
04:46 23-03-2022
0
აი როგორი უკრაინის პატრიოიტია უნგრელი საბო. უფალმა უსმინოს და შეუსრულოს უბრალო ადამიანური თხოვნა!
alexandre
11:10 23-03-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული